თევზის პუდინგი ესპანურად თევზის პუდინგი ესპანურად />


  10:49:41     28-09-2011

თევზის პუდინგი ესპანურად

a10647.jpg

მასალა:

500 გრამი ვირთევზა ან სხვა თევზი

3-4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

3-4 ცალი პამიდორი

1 თავი ხახვი

1 ცალი სტაფილო

სურვილისამებრ ერთი პაკეტი კიბორჩხალა

1 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი

1 სუფრის კოვზი ფქვილი

2-3 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანილი (კამა, ოხრახუში, ტარხუნა...)

2-3 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი

მარილი, პილპილი

პუდინგისათვის საჭირო ფორმაში გავაცხელოთ მცენარეული ზეთი, ჩავაწყოთ შიგნით ნაჭრებად დაჭრილი თევზი, მოვაყაროთ მარილი. ზემოდან დავაწყოთ შუაზე გაჭრილი პამიდვრები, დაჭრილი ხახვი და ძალიან წვრილად დაჭრილი სტაფილო. სურვილისამებრ შეგვიძლია დავამატოთ კიბორჩხალებიც. ვშუშოთ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში. ზეთისა და ფქვილისაგან მოვამზადოთ ღია ფერის საწებელი, დავამატოთ ცოტა თევზის ბულიონი ან წყალი, მწვანილი და პილპილი. მიღებულ სოუსს მოვაყაროთ მარილი, დავასხათ თევზს, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და კერძი კიდევ 10 წუთის განმავლობაში ვაცხოთ.

0

ავტორი: