„სანიკიძეს მარში ბურჯანაძემ დაუკვეთა და ქრთამის სახით 30 ათასი გადაუხადა“ „სანიკიძეს მარში ბურჯანაძემ დაუკვეთა და ქრთამის სახით 30 ათასი გადაუხადა“ />


  19:36:50     25-09-2011

„სანიკიძეს მარში ბურჯანაძემ დაუკვეთა და ქრთამის სახით 30 ათასი გადაუხადა“

a10520.gif

სოხუმის დაცემის დღეს ქართული ოპოზიციის ნაწილი თავისებურად აღნიშნავს. „დიდ ისტორიკოსად“ თავგამოდებული სანიკიძე, როგორც ირკვევა, ნინოს ფულზე „ეცემა“. რატომ მოუვიდა მოულოდნელად და „ექვსიანისგან“ დამოუკიდებლად სანიკიძეს გაურკვეველი მიზნის მქონე მარშიროვკების „აპლაკუნება“ და რატომ გადაწყვიტა სანიკიძის „გაფაქტვა“ ნინო „ფქვილოვნამ“?! 

„პრესა .ჯი“-ს ოპოზიციონერი ინფორმატორი ატყობინებს, რომ 27-ში დაგეგმილი მსვლელობა რეალურად არც სანიკიძის „მარშია“ და არც „ეროვნული ფორუმის“ იდეა. სინამდვილეში ეს ყველაფერი ბურჯანაძის პარტიულ სამზარეულოში „მოიხარშა“ და მადაგაძლიერებული გუბაზი უბრალო მზარეულია, რომელმაც ბურჯანაძის „კერძი“ 30 000 დოლარის სანაცვლოდ უნდა აყლაპოს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების მცირე ნაწილს.

Gგუბაზ სანიკიძე რომ ბურჯანაძეების ოჯახურ სამზარეულოში „კერძების მირთმევაშია“ შემჩნეული, მხოლოდ ნინოსთან ნათელმირონობიდან არ გამომდინარეობს. 26 მაისს, „ჩაო ნინოს“ ბანკროტირებული აქციის შემდგომ დმანისის ტყეში ბადრი ბიწაძის „გამოსაყვანად“ სანიკიძის „სპეცოპერაცია“ იმაზე მიუთითებს, რომ ბურჯანაძეები „ლევანიჩს“ ენდობიან. ამჯერადაც სანიკიძემ „ფქვილოვნას“ ტვინში „მოხარშული“ მარში უნდა შეასაღოს ხალხს.

ბურჯანაძე ჩაფლავებული აქციების შემდგომ საშინლად დისკრედიტირებულია, ახლა მის ჩატარებულ აქციას ორი ბატიც აღარ გაჰყვება. არადა, რუსები ბანკროტირებულ ქალბატონს „აწვებიან“, ამიტომაც ნინომ ახალი „კერძი“ მოიგონა.  

საპროტესტო აქციის ჩატარება სანიკიძეს დაავალა და თან ლაზათიანი „მარილიც“ მოუყარა 30 000-ის სახით. სანიკიძეს, იდეა ბურჯანაძის ერთ-ერთ სახლში მიპატიჟებისას გააცნეს.

„გუბაზი ბურჯანაძესთან მივიდა. ბურჯანაძემ მას „მარშის“ იდეა გააცნო და უთხრა, რომ თუ მის ამ იდეას გაახმოვანებდა და „ფორუმის“ სახელით „მარშს“ მოაწყობდა, 30 ათას დოლარს მისცემდა. გარიგება შედგა, გუბაზმა ნინო ბურჯანაძისგან ფული აიღო და „მარშის“ მოწყობა დაიწყო... რომ აცხადებენ „მარში „ფორუმის“ იდეააო, ეს ხომ სიცრუეა. სანიკიძეს მარში ბურჯანაძემ დაუკვეთა და ქრთამის სახით 30 ათასი დოლარი გადაუხადა“, - გვიყვება ოპოზიციონერი წყარო. 

რა თქმა უნდა, სანიკიძე ბურჯანაძისგან ფულის აღების ფაქტს უარყოფს და გრიმების ზღაპრად მონათლავს... მაგრამ ზღაპრები თავის პოლიტიკურ „შემოქმედებაში“ უნდა მოიკითხოს, მთელი საქართველო რომ საჯაროდ მოატყუა, 2011 წელს თუ ისევ სააკაშვილი იქნება ხელისუფლებაში, პოლიტიკიდან მივდივარო!! მიდის არა, „კვატი“, თანაც ბურჯანაძისგან „კომშით გამოტენილი“...

ნინო ბურჯანაძე პირველი იყო, ვინც სანიკიძის იდეას ბუკ-ნაღარითა და დიდი მხარდაჭერით შეხვდა. არადა „ნინო ჩაო“ 26 მაისის აქციების დროს „ფორუმზე“ ნაწყენი იყო, აქციებზე არ მოვიდნენო... სხვა პარტიებმაც იყნოსეს რა „ნინო ბიცოლას“ ესოდენი აღტკინება და ფარული ხელი ამ საქმეში, გუბაზს მარშებსა და მარშირებებზე ცივი უარი სტკიცეს. თავად „ექვსიანის“ წევრებმაც, „ლეიბორისტებმაც“, „ახალმა მემარჯვენებმაც“ და თითქმის ყველამ, გარდა „სახალხო კრების“ ნაშთებისა და ნინო ბურჯანაძისა. სანიკიძე თავისსავე „ფორუმელებშიც“ „გაიშიფრა“, რის გამოც პარტიის შიგნითაც ერთი აურზაურია. 

სანიკიძემ პრესასთან ინტერვიუში ასეთი რამ დაახეთქა: მარშის იდეა კახა შარტავას ეკუთვნოდაო. შარტავა, როგორც ამბობენ, ამაზე განაწყენებულა, თავის მოთრეულ იდეებს მე რატომ მტენისო და პარტიაში სკანდალი ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, კახა შარტავას აქამდე არსად დაუდასტურებია, რომ „მარშიროვკების“ იდეა მისი ტვინის ნაყოფია. სანიკიძეს შარტავასთვის უთხოვია, სიტყვა არ გამიტეხო და შენს იდეად აღიარეო, თუმცა ერთხელაც იქნება ალკოჰოლს მიტანებული შარტავა სიმართლეს იტყვის და...
0

ავტორი: