კონსტანტინ ბრინკუში და „უსასრული სვეტი“ კონსტანტინ ბრინკუში და „უსასრული სვეტი“ />


  11:26:08     23-09-2011

კონსტანტინ ბრინკუში და „უსასრული სვეტი“

a10462.gif

კონსტანტინ ბრინკუში რუმინელი სკულპტორია. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „უსასრულო სვეტი“. ბრინკუში სწავლობდა სახვითი ხელოვნების სკოლებში ბუქარესტსა (1898—1902) და პარიზში (1904-1907). ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი პარიზში მუშაობდა. ოგიუსტ როდენის გავლენით, მისი სტილი ნატურალისტური რეპრეზენტაციიდან სტილიზებულ ელეგანტურ ფორმებში გადადის. 

როდენს შეუთავაზებია კიდეც მისი შეგირდი ყოფილიყო, თუმცა ბრინკუშს განუცხადებია — დიდი ხის ძირში მეორე ხე ვერ გაიხარებსო. ბინკუში ერთ-ერთი პირველი სკულპტორთაგანი იყო, რომელმაც აბსტრაქტული ხელოვნებით ექსპერიმენტირება დაიწყო. დროთა განმავლობაში მისი ნამუშევრები უფრო დახვეწილი და ნაკლებად ფიგურატიული ხდება, იმ დონემდე, რომ ბოლოს თავდაპირველი ობიექტის მხოლოდ შიშველი ჩონჩხიღა რჩება.

0

ავტორი: