ისპანახი იტალიურად ისპანახი იტალიურად />


  11:15:17     23-09-2011

ისპანახი იტალიურად

a10453.jpg

მასალა:

1 კილოგრამი ისპანახი

2-3 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი

4 ცალი კვერცხი

1 ½ ჭიქა ბრინჯი

150 გრამი უცხიმო ლორი

50 გრამი გახეხილი ყველი

პილპილი, მარილი

მუსკატის კაკალი

3 ჭიქა წყალში მოვხარშოთ ბრინჯი. გასუფთავებული ისპანახი კარგად გავრეცხოთ, შემდეგ 5 წუთის განმავლობაში ვშუშოთ მცირე რაოდენობის წყალში. ვაცალოთ შეგრილება, შემდეგ მსხვილად დავჭრათ და შევურიოთ 1 სუფრის კოვზი კარაქი, მაგრად მოხარშული და დაჭრილი კვერცხი, პილპილი, მარილი და მუსკატის კაკალი. ვიჩინა მსხვილად დავჭრათ და შევურიოთ გახეხილ ყველს და ბრინჯს. ფორმას წავუსვათ კარაქი და ზედ რიგრიგობით დავალაგოთ ბრინჯისა და ისპანახის ფენები. ისპანახის ყოველ ფენაში გავაკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ შიგნით უმი კვერცხი. დარჩენილი კარაქი თანაბრად გადავანაწილოთ ისპანახის ზედაპირზე. გამოვაცხოთ ღუმელში.

0

ავტორი: