ამირ ნადერი - ირანული კინოს გავლენიანი ფიგურა ამირ ნადერი - ირანული კინოს გავლენიანი ფიგურა />


  11:43:16     22-09-2011

ამირ ნადერი - ირანული კინოს გავლენიანი ფიგურა

a10411.jpg

ამირ ნადერი ირანელი კინორეჟისორი, სცენარისტი და XX საუკუნის ირანის კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.

ნადერიმ ცოდნა კინოზე ბავშვობაში კინოთეატრში მუშაობისას კინოფილმების ყურებისას და კინოკრიტიკის კითხვისას მიიღო. კარიერა პეიზაჟების ფოტოგრაფიით დაიწყო. 1970-იან წლებში რეჟისორობას მოკიდა ხელი. 1971 წელს მისი სარეჟისორო დებიუტი შედგა ფილმით „ნახვამდის, მეგობარო“. საერთაშორისო ასპარეზზე კი ცნობილი გახდა ისეთი ფილმებით, რომლებიც ამჟამად კინოს კლასიკად ითვლება, როგორიცაა „მორბენალი“ (1985) და „წყალი, ქარი და მტვერი“ (1989).

„მორბენალს“ მრავალი კრიტიკოსი ბოლო მეოთხედი საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფილმად მიიჩნევს. მისი რამდენიმე ფილმის ირანის მთავრობის მიერ აკრძალვის შემდეგ, ნადერიმ ქვეყანა დატოვა. ნიუ-იორკში იმიგრაციის შემდეგ, ნადერი აგრძელებს რეჟისორობას. 1997 წელს, როკფელერის კინო და ვიდეო სტიპენდიანტი გახდა და მას შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტში, ლას-ვეგასის უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის ვიზუალურ ხელოვნებათა სკოლაში ასწავლის კინოხელოვნებას. მისმა ბოლო ფილმმა „ხმის ბარიერი“ (2005) რომის კინოფესტივალზე რობერტო როსელინის პრემია დაიმსახურა.

0

ავტორი: