შს სამინისტრომ წელს მეორე შეკვეთილი მკვლელობა გახსნა შს სამინისტრომ წელს მეორე შეკვეთილი მკვლელობა გახსნა />


  19:48:10     21-09-2011

შს სამინისტრომ წელს მეორე შეკვეთილი მკვლელობა გახსნა

a10391.png

მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეორე შეკვეთილი მკვლელობის საქმე გახსნა. აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის ყოფილ უფროს, დიმიტრი კორძაძისგან განსხვავებით, რომლის მკვლელობის უკანაც რუსული სპეცსამსახურები იდგნენ, ამჯერად სამი მსხვერპლი სიკვდილს გადაურჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიქტორ კახეთელიძემ ქილერს სამი პირის, საკუთარი მამის, დისა და დისშვილის მკვლელობა დაავალა.  სურათები გადასცა და გააფრთხილა, რომ ოჯახის არცერთი წევრი ცოცხალი არ უნდა გადარჩენილიყო. ქილერს უნდა შეემოწმებინა სახლში იყო თუ არა ოჯახის უმცროსი წევრი, მისი დისშვილი ანა მაჩაიძე, შემდეგ ისინი დაეხოცა და სახლში ყაჩაღობის იმიტაცია მოეწყო. თავად კი დანაპირები თანხის, 10 000 დოლარის გადახდას, მკვლელობის შემდეგ დაჰპირდა.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ჩვენებაში ვიქტორ კახეთელიძე ჰყვება: ,,მამაჩემმა თქვა მე გავყიდი ბინას და ჩემ შვილიშვილებს მივცემ თავის წილსო, რაზეც გავბრაზდი, დავუკავშირდი პიროვნებას, რომელსაც უნდა მოეხდინა ჩემი ოჯახის წევრების ლიკვიდაცია, ანუ მამაჩემის, ჩემი დის და ჩემი დისშვილის. ყველა იმ ხალხის, რომელიც იქნებოდა კონკრეტულ დროს სახლში. ანაზღაურება იქნებოდა ის თანხა, რომელიც იდო იმ სახლში, ერთ–ერთ ოთახში, რომელიც მივუთითე მე. აგრეთვე, რამდენჯერმე შევხვდი იმ პიროვნებას დეტალების დასაკონკრეტებლად და გადავეცი სურათი, ზემოაღნიშნული პირების. ლიკვიდაციის შემდეგ, ზემოთაღნიშნული ბინა გადმოვიდოდა ჩემ მფლობელობაში’’.

ბინა კი, რომლის გამოც კახეთელიძემ საკუთარი ოჯახის წევრები გაწირა, თემქის მესამე მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში მდებარეობს. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულ ბინაზე,  ოჯახის წევრებს შორის დავა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ვიქტორ კახეთელიძეს სურდა, აღნიშნული ბინა მხოლოდ მის საკუთრებაში დარჩენილიყო, რისი მიღწევაც სამართლებრივი გზით შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ მან საკუთარი ოჯახის წევრების მკვლელობა შეუკვეთა. კახეთელიძის მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0

ავტორი: