დიდი ბერძენი რეჟისორი ელია კაზანი დიდი ბერძენი რეჟისორი ელია კაზანი />


  11:43:38     21-09-2011

დიდი ბერძენი რეჟისორი ელია კაზანი

a10362.jpg

ელია კაზანი - წარმოშობით ბერძენი, ამერიკელი კინო და თეატრალური რეჟისორი და პროდიუსერი 1909 წელს დაიბადა, სტამბოლში, ბერძნულ ოჯახში. სწავლობდა იელის უნივერსიტეტის დრამატურგიის სკოლაში. მისი თეატრალური შემოქმედება მოიცავს დადგმებს ტენესი უილიამსის ორ უმნიშვნელოვანეს პიესას, „შუშის სამხეცე“ და „ტრამვაი სახელად სურვილი“.

მისი კინო კარიერაც ასევე წარმატებული გამოდგა. მიღებული აქვს კინოაკადემიის ორი ჯილდო (ოსკარი) საუკეთესო რეჟისურისთვის ფილმებში „ჯენტლმენის თანხმობა“ და „წყლის პირას“. მისი დამსახურებაა განუმეორებელი საშემსრულებლო ნიჭის წარმოჩენა, ისეთი მსახიობებისა, როგორებიცაა მარლონ ბრანდო, ოსკარის მფლობელი ვივიენ ლი, კარლ მალდენი და სხვები.

1999 წელს, კაზანმა საპატიო „ოსკარი“ მიიღო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის. მას სცენაზე თან ახლდნენ მარტინ სკორსეზე და რობერტ დე ნირო, რომლებმაც იქ შეკრებილი აუდიენცია ხუმრობით გააფრთხილეს, წესიერად მოქცეულიყვნენ. თავად რობერტ დე ნირომ მონაწილეობა მიიღო ფილმში ჰოლივუდის წითელ საფრთხესთან დაკავშირებით. 1999 წლის ოსკართა ცერემონიის რეპორტაჟის თანახმად, კაზანს ჯილდოს გადაცემისას დარბაზის სამი მეოთხედი ამდგარი ოვაციით შეხვდა, თუმცა კამერამ დააფიქსირა, რომ ნიკ ნოლტი, ემი მედიგანი და ჰოლი ჰანტერი ხელზე დაყრდნობილი ისხდნენ პროტესტის ნიშნად. ელია კაზანი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა ნიუ-იორკში.

0

ავტორი: