11:37:04     21-09-2011
კარტოფილი სოუსით სამხრეთამერიკულად
მასალა:
500 გრამი კარტოფილი
125 გრამი მდნარი ყველი
1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
½ ჭიქა რძე
2-3 სუფრის კოვზი 10-%-იანი ნაღები
1-2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
1-2 ჩაის კოვზი შავი პილპილი
½ თავი ხახვი
მდნარი ყველი, მცენარეული ზეთი, რძე და ნაღები კარგად შევასრისოთ ერთმანეთს, რომ გამოვიდეს ერთგვაროვანი მასა. მასა ოდნავ შევაცხელოთ, შემდეგ დავამატოთ ლიმონის წვენი და კარგად მოვაყაროთ პილპილი. კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, გავაცალოთ კანი, გავჭრათ შუაზე და მოვასხათ მომზადებული სოუსი. კარტოფილთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ მწვანე სალათა.
0