დე შტეილი - ნეოპლასტიციზმი დე შტეილი - ნეოპლასტიციზმი />


  10:51:00     20-09-2011

დე შტეილი - ნეოპლასტიციზმი

a10272.jpg

დე შტეილი ასევე ცნობილი როგორც ნეოპლასტიციზმი — ჰოლანდიური ხელოვნების მიმდინარეობაა, დაარსებული 1917 წელს. უფრო ვიწრო გაგებით, ტერმინი დე შტეილი გამოიყენება ჰოლანდიელ ხელოვანთა ერთი ჯგუფის მიერ 1917-31 წლებში შექმნილ ნამუშევართა კლასიფიკაციისთვის. დე შტეილი, ასევე, იყო ჟურნალის სახელწოდება, რომელსაც მხატვარი და კრიტიკოსი თეო ვან დესბურგი გამოსცემდა, სადაც ის ჯგუფის თეორიებს უწევდა პროპაგანდას. ვან დესბურგთან ერთად, ჯგუფის მთავარი წევრები იყვნენ მხატვრები პიტ მონდრიანი და ბარტ ვან დერ ლეკი, ასევე არქიტექტორები გერიტ რიტველდი და ჯ. ჯ. პ. ოუდი. შემოქმედებითი ფილოსოფია, რომელიც საფუძვლად დაედო ჯგუფის შემოქმედებას ცნობილი იყო სახელწოდებით „ნეოპლასტიციზმი“  - ახალი პლასტიური ხელოვნება

დე შტეილის პროპონენტები მიისწრაფვოდნენ სულიერი ჰარმონიისა და წესრიგის ახალი უტოპიური იდეალის გამოხატვისკენ. ისინი წმინდა აბსტრაქციასა და უნივერსალურობას ქადაგებდნენ, ფორმისა და ფერის საწყისებამდე დაშლით, ამარტივებდნენ რა ვიზუალურ კომპოზიციებს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ მიმართულებებამდე, უმთავრესად, პირველადი ფერების გამოყენებით შავისა და თეთრის გვერდით.

0

ავტორი: