10:50:33     20-09-2011
ოპერის ყველაზე „დასამახსოვრებელი ხმა“
ანდრეა ბოჩელი, მიუხედავად მისი სიბრმავისა, თანამედროვე ოპერის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ხმა გახდა. ბოჩელი თანაბარი ბრწყინვალებით ასრულებდა კლასიკურ რეპერტუარს და პოპ- ბალადებს. მან ჩაწერა დუეტები სელინ დიონთან, ეროს რამაზოტთან...
იგი პატარა სოფელ ლაჯატიკოში გაიზარდა. 6 წლიდან უკრავდა ფორტეპიანოზე, მოგვიანებით კი, ფლეიტას და საქსაფონსაც დაეუფლა. 12 წლისა კი, უბედური შემთხვევის გამო, დაბრმავდა... შემდეგ, პიზის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და დოქტორის სტატუსი მიიღო. მხოლოდ ამ პერიოდში დაიწყო ანდრეამ მუსიკაზე სერიოზულად ფიქრი...
1992 წელს, ჯუკერო (ადელმო ფორნაჩიანი) სიმღერის „Miserere“ ჩასაწერად ტენორს ეძებდა. კომპოზიცია ანდრეამ, ლუჩანო პავაროტისთან ერთად ჩაწერა. მსოფლიო მაშსტაბის ტურნეს შემდეგ, ბოჩელი ლონდონში, 1994 წლის სექტემბერში, საქველმოქმედო ფესტივალზე წარმატებით გამოვიდა.
მისი პირველი ორი ალბომი „Andrea Bocelli“(1994) და „Bocelli“ (1996) მხოლოდ საოპერო არიებს მოიცავდა; მესამე ფირფიტა „Iტალიანო“ კი, საოპერო არიებით და ნეაპოლიტანური სიმღერებით არის ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ფირფიტა მხოლოდ იტალიაში გამოვიდა, 300 000 ეგზემპლარი გაიყიდა. მომღერალს მიღებული აქვს „გრემის“ და სხვა ჯილდოები. 0