10:49:43     20-09-2011
ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების რეჟისორი
ჯეიმზ კამერონი - კანადელი რეჟისორი, კინოპროდიუსერი, სცენარისტი და მემონტაჟე, 1954 წელს დაიბადა. მისი უმნიშვნელოვანესი ნამუშევრებია ტერმინატორი (1984), უცხოები (1986), ტერმინატორი-2: განკითხვის დღე (1991), ნამდვილი ტყუილები (1994), ტიტანიკი (1997) და ავატარი (2009).
„ავატარი“ არის პირველი, მაღალშემოსავლიანი ფილმების სიაში. აღსანიშნავია, რომ მას მოსდევს კამერონისვე ნამუშევარი „ტიტანიკი“. კამერონის ფილმების საერთო შემოსავალი, ამერიკის ფარგლებში, 1,69 მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 4,85 მილიარდს.
ფილმისთვის „ტიტანიკი“ კამერონმა მიიღო სამი ოსკარი. პირველი - საუკეთესო მონტაჟისთვის (იყოფდა კონრად ბაფთან და რიჩარდ ჰარისთან), მეორე - საუკეთესო სურათისთვის (იყოფდა ჯონ ლანდოსთან), ხოლო მესამე - საუკეთესო რეჟისურისთვის. ამავე ფილმისთვის მან ასევე დაიმსახურა ოქროს გლობუსი.
2010 წელს, კამერონი კიდევ ერთხელ დაჯილდოვდა ოქროს გლობუსით, ამჯერად ფილმისთვის „ავატარი“, რომელიც 2009 წელს გამოვიდა. კამერონი დაქონწინებული იყო ხუთჯერ. მათ შორისაა, ლინდა ჰამილტონი, რომელმაც ითამაშა ფილმებში „ტერმინატორი“ და „ტერმინატორი-2: განკითხვის დღე“ სარა კონორის როლი. კამერონსა და ჰამილტონს ჰყავთ ერთი ქალიშვილი. უკანასკნელ ცოლთან, სუზი ამისთან კი ჰყავს ერთი ვაჟიშვილი და ორი ქალიშვილი. 0