10:48:04     20-09-2011
შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი E-3 Sentry
საჰაერო შეტყობინებისა და კონტროლის სისტემა (Airbone Warning and Control System, AWACS) წარმოადგენს უაღრესად მობილურ საჰაერო დაზვერვის მექანიზმს და გამოიყენება საჰაერო სივრცის კონტროლისათვის. AWACS თვითმფრინავები აღჭურვილია დიდ მანძილზე ობიექტების აღმოჩენის სისტემებით. ობიექტის აღმოჩენის ან რომელიმე კონკრეტული ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, თვითმფრინავი აწვდის სადაზვერვო მონაცემებს სამხედრო ძალებს ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში. აშშ-სა და ნატოს AWACS-ის საჰაერო ფლოტში ირიცხება, ძირითადად, E-3A ტიპის თვითმფრინავები.
1990-1991 წლებში, კუვეიტში ერაყის სამხედრო შეჭრის საპასუხოდ, ნატოს თვითმფრინავები მიმართულ იქნა კონფლიქტის ზონაში. ეს თვითმფრინავები აწარმოებდნენ ნატოს წევრი ქვეყნის- თურქეთისა და კონფლიქტში ჩაბმული ერაყის საზღვრის მუდმივ კონტროლოს. ასევე ისინი ახორციელებდნენ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის კონტროლს.
2001 წელს, აშშ-ის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ, უსაფრთხოების ამაღლების მიზნით AWACS-ის თვითმფრინავები აწარმოებენ აშშ-ის საჰაერო სივრცის პატრულირებას. ნატოს კუთვნილ AWACS-ებს(ნატოს AWACS-ის ფლოტი 17 E3A ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომლებიც ლუქსემბურგში არიან ბაზირებული) ევალებათ როგორც ალიანსის სამხედრო და სამაშველო ოპერაციების, ასევე მნიშვნელოვანი სამოქალაქო ღონისძიების დროს ციდან რეგიონის საჰაერო სივრცის პატრულირება. მაგალითად, 2004 წელს ათენში ოლიმპიური თამაშების დროს ნატოს თვითმფრინავები აკონტროლებდნენ საბერძნეთის ცას. დღეისათვის, ნატოს AWACS-ები აქტიურად გამოიყებება ავღანეთში ნატოს ISAF-ის ოპერაციაში.
1968 წელს ,პენტაგონმა ფირმებს McDonnel Douglas და Boeing მფრინავი რადარის საბაზო თვითმფრინავის შექმნა დაავალა. ორივე ფირმამ კონკურსის ფარგლებში მოდერნიზებული სამგზავრო თვითმფრინავები DC-8-62 და Boeing 707-320 წარმოადგინა, რომელზეც რადიოლოკაციური სადგური ფიუზელაჟის თავზე, პილონზე დამაგრებულ მბრუნავ გარსშემომდენში უნდა განთავსებულიყო. საბოლოოდ არჩევანი ამ უკანასკნელზე შეჩერდა და პირველი A-3A Sentry 1975 წელს აფრინდა. თავდაპირველად პირველ 24 მანქანაზე AN/APY-1_ის ტიპის რადარი იყო დაყენებული. მისი ბრუნვის სიჩქარე წუთში 6 ბრუნს შეადგენდა და 9 100მ-ის სიმაღლეზე ფრენისას, ერთი ბრუნისას რადარს 31 000კმ2-ის ტოლი ფართობის სკანირება, 600 სამიზნის აღმოჩენა და მათგან 250-ის ერთდროულად გაცილება შეეძლო. საჰაერო სამიზნის აღმიჩენის დისტანცია 420კმ_მდე გაიზარდა. პირველი თვითმფრინავები სამხედრო-საჰაერო ძალებს 1977 წლის მარტში გადაეცა. 1981 წელს თვითმფრინავს მოდერნიზაცია ჩაუტარდა მათზე AN/APY-2 ტიპის რადიოლოკაციური სადგურები დაყენდა(მოდიფიკაცია E-3B). სერიული წარმოების პროცესში სულ 68 Sentry აშენდა. დღეს ეს თვითმფრინავი აშშ ჩათვლით ოთხი ქვეყნის შეიარაღებაშია. 2008 წლის მონაცემებით, აშშ-ს 34 თვითმფრინავი ჰყავს(24 E-3B და 10 E-3C). 1983 წელს საუდის არაბეთმა ხუთი E-3A შეიძინა, სამი წლის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა 6 E-3D და მოდერნიზაციის შემდეგ ნიშნული Sentry AEW.1 მიანიჭა. კიდევ 3 E-3F საფრანგეთს ჰყავს.
Army.ge
0