კვერცხი ნიგვზითა და ბროწეულით კვერცხი ნიგვზითა და ბროწეულით />


  10:44:17     20-09-2011

კვერცხი ნიგვზითა და ბროწეულით

a10263.jpg

კვერცხი - 4 ცალი

დანაყილი ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა

ხახვი - 1 თავი

ერბო - 1 სუფრის კოვზი

ბროწეული, მარილი, წიწაკა - გემოვნებით

კვერცხი კარგად გავთქვიფოთ, ავურიოთ შიგ დანაყილი ნიგოზი, ერბოში მოშუშული, წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, წიწაკა, ბროწეულის მარცვლები და კოვზით ფრთხილად ავურიოთ ისე, რომ მარცვლები არ დაიჭყლიტოს. მომზადებული მასალა დავდოთ ერბომოსხმულ ცხელ ტაფაზე და შევწვათ.

0

ავტორი: