10:43:53     20-09-2011
ჩანახი თიხის ჯამებში
მასალა:
ცხვრის ხორცი - ერთი კილოგრამი
პამიდორი - 1 კილოგრამი
კარტოფილი - 700-800 გრამი
ხახვი - 200 გრამი
ცხვრის დუმა - 200 გრამი
ბადრიჯანი - 6-7 ცალი
ნიორი - 1 თავი
მწვანილი - 4-4 ძირი
პილპილი, მარილი - გემოვნებით
თითოეულ თიხის ჯამში მოვათავსოთ თხლად დაჭრილი მსუქანი ცხვრის ხორცის ნაჭრები. ორი ცალი საშუალო ზომის მთლიანი პამიდორი (კანიანად), ერთი ცალი ბადრიჯანი, ორი ცალი გაფცქვნილი კარტოფილი - სიგრძეზე ორად გაჭრილი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ბადრიჯანი წინასწარ მოვამზადოთ ასე: მოვაჭრათ თავი, ჩავუჭრათ გვერდი და შიგ ჩავაწყოთ მარილმოყრილი ცხვრის დუმის ნაჭრები, წვრილად დაჭრილი ნიორი, რეჰანი, ოხრახუში, ხახვი. ჯამები შევდგათ აირღუმელში და შევწვათ ხორცის გაწითლებამდე. სუფრაზე მივიტანოთ ჯამებითვე, ცალ-ცალკე თითოეულ ადამიანზე.
0