14:29:39     19-09-2011
,,ჰეროინის“ საქართველოში შემომტან ქალს 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის (2.0715 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის”), საქართველოში შემოტანისთვის, აზერბაიჯანის მოქალაქეს 27 წლით თვისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
54 წლის ამინა იაგუბოვას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა ედებოდა. საქმის მასალების მიხედვით, მან 2011 წლის 19 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო გამშვები პუნქტ – წითელი ხიდის გავლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობა 2.0715 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”. შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს, ნინოშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და პირადი ჩხრეკისას 2.0715 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი” ამოიღეს. ღია სასამართლო სხდომაზე, საქმის განხილვისას, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა მისი ბრალეულობა დადასტურებულ იქნა პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით,საზღვარზე მოძრაობის ინტენსივობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
0