10:41:45     19-09-2011
ფრანც ქსავიერ ზიუსმაიერი - ავსტრიელი კომპოზიტორი
ფრანც ქსავიერ ზიუსმაიერი ავსტრიელი კომპოზიტორი და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის შვილია.
დაიბადა შვანენშტადში, ქალაქ ავსტრიაში - მასწავლებლის ოჯახში. დედამისი გარდაიცვალა, როდესაც ფრანც ქსავიერი 6 წლის იყო და 13 წლის ასაკში დატოვა სახლი. ის იყო ბენედიქტური ეკლესიის კანტორი (1779-1787). შემდეგ კი, გახდა კრემსმიუნსტერის ორკესტრის ერთ-ერთი მევიოლინე. აქ ასრულებდნენ ოპერას, რამაც ფრანც ქსავიერს შესაძლებლობა მისცა კარგად შეესწავლა ანტონიო სალიერის და ქრისტოფ ვილიბალდ გლუკის მუსიკა.
1787 წლის შემდეგ, ვენაში გახდა ანტონიო სალიერის მოსწავლე. ასევე, 1792 წელს, გახდა კარნტერტორთეატრის დირექტორი და კომპოზიტორი. ეხმარებოდა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს კლემენცა დი ტიტოსა და ჯადოსნური ფლეიტის გადაწერაში. როგორც ჩანს, მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ
1800 წლამდე, იყო წარმატებული და განთქმული კომპოზიტორი ვენაში. შემდეგ მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. ტუბერკულიოზის გამო, გაუჭირდა მუსიკის წერა ან სცენაზე გასვლა. ზიუსმაიერი თხოვდა თეატრის დირექტორს დაედგათ მისი ბოლო ნაწარმოები. ავადმყოფობამ და ნაადრევმა სიკვდილმა დაქორწინების გეგმებიც ჩაუშალა. დღეს ის განთქმულია, როგორც კომპოზიტორი, რომელმაც მოცარტის რექვიემი დაასრულა.
0