10:37:48     19-09-2011
ქრისტიანული მონასტერი პალესტინაში
ფარანის ლავრა პალესტინაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი მამათა მართლმადიდებლური მონასტერი და ქრისტიანული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია. ის დაფუძნებულია ხარიტონ აღმსარებლის მიერ, იმ გამოქვაბულში, რომელშიც დატყვევებული იყო ავაზაკთა მიერ. მდებარეობს იერუსალიმიდან რამდენიმე კილომეტრში, ნახალ-პრატის ხეობაში, იუდეას უდაბნოში.
330-იან წლებში, ხარიტონ აღმსარებელმა დააარსა მონასტერი, რომელიც სულ მალე მოღვაწე მამებით აივსო. მონასტრის დაარსებიდან რამოდენიმე წელიწადში, წმინდა ხარიტონმა დატოვა იქაურობა და ხეობის სიღრმეში განმარტოვდა, სადაც შემდგომში სუკიის ლავრა დაარსდა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც კიდევ სხვა მონასტერი - იერიქონის სავანე დააარსა, დაბრუნდა ფარანის ლავრაში, სადაც მალევე აღესრულა.
მონასტერს აღმავლობის პერიოდი VI საუკუნეში მოუწია. IX საუკუნის დასაწყისში, მონასტერი ბერებმა დატოვეს და დაცარიელდა. 1997 წლიდან, ლავრაში იმყოფება ერთი ბერი, რომელმაც აღადგინა 6 წლიანი ომის შედეგად დანგრეული მონასტერი.
0