18:29:34     17-09-2011
რუსი მამინაცვალი 12 წლის გოგონაზე ძალადობდა: შოკისმომგვრელი ფოტო და ვიდეომასალა

12 წლის ვოლგოგრადელმა გოგონამ, ნამდვილ ჯოჯოხეთში, სრული ერთი წელი იცხოვრა. „კომსომოლდსკაია პრავდამ“ შოკისმომგვრელი ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა. მამინაცვალმა ლიზას „შევიწროება“ მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ტანი აიყარა. ლიზა ვერც დედას და ვერც უფროს დას ვერაფერს უმხელდა, რადგან ეშინოდა და ფიქრობდა, რომ არ დაუჯერებდნენ.როდესაც მამინაცვლის ქცევამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, გოგონამ გადაწყვიტა, ყველაფერი მობილური ტელეფონით გადაეღო, რომ დედას მისთვის და არა ქმრისთვის დაეჯერებინა.
გოგონების დედა ამ მამაკაცს ხუთი წლის წინ გაჰყვა ცოლად. ქალს თავიდან არ უნდოდა მისი ცოლობა, მაგრამ კაცმა თავი არ დაანება. მუდმივად ყურადღებას აქცევდა, მფარველობდა, ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიდა, „ძალიან შეიყვარა“ ნატალიას ორივე გოგონაც და მათაც შეაყვარა თავი. საბოლოოდ, კაცმა თავისი გაიტანა და სამივე თავისთან საცხოვრებლად გადაიყვანა.
15 წლის კატიას, რატომღაც, მამინაცვალში ინტერესი არ გამოუწვევია. პედოფილმა თვალი 12 წლის ლიზას დაადგა. როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ მისი ასაკიდან გამომდინარე, ლიზას უფრო იოლად დააშინებდა და დაიყოლიებდა.
როგორც შემდგომ გამოძიებამ დაადგინა, კაცი საკამოდ დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ლიზასთან ახლო ურთიერთობის დასამყარებლად. თითქმის ერთი წლის განმავლობაში ის დასცინოდა გოგონას, მაგრამ როგორც კი დაიმარტოხელებდა, მის ჩახუტებას ცდილობდა. როდესაც სახლში მარტონი იყვნენ, აბაზანაში უვარდებოდა.
გოგონა მამინაცვალს გაურბოდა, მასთან მარტო დარჩენის ეშინოდა, მაგრამ კაცი ყველანაირად ცდილობდა უხეშად შეხებოდა. ლიზამ თავისი უბედურების შესახებ, დედას პირველად მარტში გაუმხილა, მხოლოდ მინიშნებებით, მაგრამ ქალს სასაცილოდ არ ეყო, ბავშვის „ფანტაზიები“.
„ოჯახში“ ნამდვილი სკანდალი, ივნისის ბოლოს ატყდა. ლიზამ გადაწყვიტა ყველაფერი მობილური ტელეფონით გადაეღო, რომ დედა საკუთარ სიმართლეში დაერწმუნებინა და სამსახურიდან დაბრუნებულ მშობელს ჯერ ყველაფერი უამბო, ხოლო როცა დედამ არათუ არ დაუჯერა, გაუწყრა კიდეც, ბავშვმა წინ მობილური დაუდო და ვიდეო ჩაურთო. ქალს სრული ისტერიკა დაემართა. ვიდეოში გარკვევით ჩანდა, როგორ კოცნიდა მისი სრულიად შიშველი ქმარი ლიზას მკერდზე და დივნისკენ უბიძგებდა.
როდესაც ქალს პირველმა შოკმა გაუარა, პირდაპირ მილიციის უახლოეს განყოფილებას მიაკითხა და 50 წლის მეუღლის წინააღმდეგ განცხადებაც დაწერა. ინტიმური ვიდეო, მთავარ მამხილებელ საბუთად ჩაითვალა. პედოფილი დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. სანამ გამოძიება საქმის დეტალებს იკვლევს, 12 წლის ლიზასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. პედოფილმა მოასწრო, რომ გოგონასათვის ფსიქიკა მნიშვნელოვნად შეერყია. ლიზას ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსის გავლა დასჭირდება, რომ ოდესმე სამყაროს ისევ ღიმილითა და მომავლის იმედით შეხედოს.
0