11:19:29     17-09-2011
XM1203 NLOS-C – 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა (პროტოტიპი)
XM1203 NLOS-C-ი (იშიფრება როგორც - Non-Line-Of-Sight Cannon) არის ამერიკული 155 მილიმეტრიანი თვითმავალი ჰაუბიცის პროტოტიპი. თვითმავალ ჰაუბიცაში გამოიყენება ის ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენებოდა XM2001 Crusader-ის პროგრამაში. თავად Crusader-ის ტიპის 155 მილიმეტრიანი მომავლის თვითმავალი ჰაუბიცის შექმნის პროგრამა, მიზეზთა გამო, ახლა გაუქმებულია. ამ პროგრამის გაუქმების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მუშაობა ახალ მომავლის თაობის თვითმავალ ჰაუბიცაზე - NLOS-C-ზე დაიწყო და ის, ისევე როგორც წინა პროექტი, მიზნად მოძველებული M109A6 Paladin-ის ტიპის 155 მილიმეტრიანი თვითმავალი ჰაუბიცის ჩანაცვლებას ისახავს. XM1203-ის პირველი პროტოტიპი 2008 წლისთვის აიგო, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების არმიისთვის საარტილერიო სისტემების მიწოდება მხოლოდ 2014 წლისათვის არის დაგეგმილი.
თვითმავალი ჰაუბიცა NLOS-C-ი აღჭურვილია სრულად ავტომატიზირბული 155 მილიმეტრიანი L38-ის ტიპის ჰაუბიცით. ჰაუბიცის დატენვას ავტომატური დატენვის სისტემა უზრუნველყოფს, რომელიც Crusader-ის გაუქმებული პროგრამიდან არის გადმოტანილი და საერთოდ არ საჭიროების დატენვის ოპერაციის შესასრულებლად ადამიანის ფიზიკურად დახმარებას. XM1203-დან ცეცხლის გასახსნელად მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერაა საჭირო. საარტილერიო სისტემის სროლის მაქსიმალური მანძილი ჩვეულებრივი ჭურვების გამოყენების შემთხვევაში 30 კილომეტრს შეადგენს, ეს მახასიათებელი, Crusader-ის ანალოგიურ მახასიათებელთან შედარებით, 10 კილომეტრით არის შემცირებული. XM1203 NLOS-C-იდან ცეცხლის გახსანა, როგორც წერტილოვან, ისე სივრცით სამიზნეებზე, მაქსიმალური სიზუსტითაა შესაძლებელი. საარტილერიო სისტემას შეუძლია რამდენიმე ჭურვის სხვადასხვა ტრაექტორიით გაროლა ისე, რომ ისინი ერთსა და იმავე სამიზნეს ერთსა და იმავე დროს მოხვდეს. XM1203-ს ასევე შეეძლება უზუსტესი მართვადი ჭურვების გასროლა, მაგალითად ისეთის როგორიცაა M982 Excalibur-ის ტიპის ჭურვი. თვთმავალი ჰაუბიცის მაქსიმალური სწრაფსროლა, სავარაუდოდ, წუთში 10 გასროლა იქნება. NLOS-C-ის საბრძოლო კომპლექტში 24 ერთეული 155 მილიმეტრიანი ჭურვი შედის.
მომავლის საარტილერიო სისტემა NLOS-C-ზე დამონტაჟებულია, როგორც აცტიური, ისე პასიური დაცვის სისტემები., რომლებიც მოიცავს: სპეციალურად შექმნილ კერამიკულ ჯავშანსა და ხელს გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო იარაღისაგან (მაგალითას ისეთისაგან, როგორიცაა RPG-7 და სხვა) დაცვის სისტემას. მისი ასეთი დაცვის სისტემები უზრუნველყოფენ საარტილერიო სისტემისა და მისი ეკიპაჟის საიმედო დაცვასა და მაღალ სიცოცხლისუნარიანობას ნებისმიერი სახის საბრძოლო პირობებში. NLOS-C-ზე ასევე დამონტაჟებულია NBC დაცვის სისტემა, რომელიც თვითმავალი ჰაუბიცის ეკიპაჟს ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურებისაგან იცავს.
თვითმავალი საარტილერიო სისტემის ეკიპაჟი მხოლოდ და მხოლოდ ორი კაცისაგან შედგება. ეკიპაჟის ასეთი შემცირება სისტემის სრულად ავტომატიზირებამ გახადა შესაძლებელი. ავტომატურად ხდება საარტილერიო სისტემის საწვავით გამართვაც კი.
ძალური დანადგარის სახით თვითმავალი საარტილერიო სისტემა XM1203 NLOS-C-ი აღჭურვილია დიზელის ძრავითა და ჰიბრიდული ელექტრონული წინსვლის სისტემით, რომელიც საარტილერიო სისტემის მეტი მობილურობის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი, ამასთანავე სისტემა ამცირებს საწვავის მოხმარებასა და თვითმავალი ჰაუბიცის გადაადგილებისას გამოყოფილ ხმაურსაც. NLOS-C-ის საჰაერო გზით ტრანსპორტირება შესაძლებელია Airbus A400M-ითა და მისი მსგავსი სხვა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით.
army.ge
0