10:51:18     17-09-2011
რაჭული ხაჭაპური
ამ ხაჭაპურს აქვს არა მრგვალი, არამედ ოთხკუთხედი ფორმა. ავიღოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი, გავაბრტყელოთ ოთხკუთხედად. შუაზე მოვათავსოთ კვერცხში არეული დაფშვნილი ყველი, გადავკეცოთ ოთხივე კუთხე კონვერტისებურად. ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული და შევდგათ გამოსაცხობად აირღუმელში ან კეცზე.
0