10:50:33     17-09-2011
ერბოკვერცხი მურაბით
კვერცხი - 10 ცალი
კარაქი - 1 სუფრის კოვზი
მურაბა - 1 ჩაის ჭიქა
კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ; ცალკე ავთქვიფოთ ცილები და ფრთხილად ერთმანეთს შევურიოთ. დიდ ტაფაზე გავადნოთ კარაქი და დავასხათ მომზადებული მასალა. როცა ერბოკვერცხი კარგად შეიწვება, გადმოვაბრუნოთ, ოღონდ მეორე მხარეს ბოლომდე ნუ შევწვავთ. გადმოვიღოთ შესაფერ ჭურჭელზე, გავჭრათ ორ ნახევარწრედ, ერთს წავუსვათ მურაბა (სასურველია მაყვლის მურაბა), მეორე ნაჭერი კი ზემოდან დავაფაროთ.
0