არტილერია ბირთვული ომისთვის არტილერია ბირთვული ომისთვის />


  12:16:21     16-09-2011

არტილერია ბირთვული ომისთვის

a10092.jpg

1953 წლის 25 მაისს, აშშ-ში, ნევადას შტატში არსებულ უდაბნოში, გამოცდას უზარმაზარი ნახევრად სტაციონარული Т-131-ის ტიპის 280 მმ-იანი ქვემეხი გადიოდა. თავისი ფორმებითა და გაბარიტებით ის პირველ მსოფლიო ომის დროინდელ არტილერიას წააგავდა. გაისმა გასროლის ხმა და 25 წამის შემდეგ უდაბნო, მზეზე კაშკაშა, მკვეთრმა სინათლემ გაანათა. რამოდენიმე წამში კი ცისკენ შავი ღრუბელი აიჭრა, რომელიც ფორმით დიდ სოკოს გავდა. სწორედ ასე ჩატარდა კაცობრიობის ისტორიაში ბირთვული ჭურვის პირველი გასროლა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ატომური იარაღი მნიშვნელოვან შემაკავებელ ფაქტორად იქცა. გასული საუკუნის 1950-იან წლებში მთავარი აქცენტი სტრატეგიულ ბომბდამშენებსა და ბალისტიკურ რაკეტებზე კეთდებოდა. მაგრამ მათი გამოყენება მხოლოდ ტოტალური ბირთვული ომის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო. სსრკ-ს განკარგულებაში ატომური იარაღის გამოჩენის შემდეგ, ბირთვული ომი უკვე თვითმკვლელობის ტოლფასი გახდა. საპასუხო დარტყმას ორივე იმპერიისა და მათთან ერთად შეიძლება კაცობრიობის განადგურებაც მოყოლოდა. მაგრამ სხვა, მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარებული "შედარებით მცირე" ბირთვული ომი კი სავსებით დასაშვები იყო. სხვათა შორის ამერიკელები მსგავსი დოქტრინის პირველი მომხრეები იყვნენ. აშშ-ს სავსებით რეალურად განიხილავდა შეზღუდულ ტერიტორიაზე, მცირე სიმძლავრის ბირთვული მუხტების გამოყენების შესაძლებლობას.

პრობლემა ამ მცირე სიმძლავრის ბირთვული მუხტების საჭირო ადგილამდე მიტანაში მდგომარეობდა. იმ პერიოდის სტრატეგიული ავიაცია მსგავსი სახის დავალებების შესასრულებლად არ გამოდგებოდა. და საერთოდ ავიაციის ეფექტური გამოყენება, საბრძოლო მოქმედებების ზონაში ამინდზე იყო დამოკიდებული. გარდა ამისა არავინ იცოდა რა მოხდებოდა თუ ატომურ ბომბიან თვითმფრინავს მოწინააღმდეგე ჩამოაგდებდა. ამიტომაც ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს, დივიზიებისა და კორპუსებისთვის ატომური ჭურვების "საჭირო ადგილზე" მიტანის თავიანთი საშუალებების დარიგება წარმოადგენდა.

1950-60-იან წლებში, ამგვარ საშუალებებად, არტილერია და უმართავი ტაქტიკური რაკეტები განიხილებოდა. აშშ-მ მუშაობა ერთდოულად ორივე მიმართულებით დაიწყო. რა თქმა უნდა, სსრკ იმ დროს ამერიკას არაფერში ჩამორჩებოდა. მოსკოვმა საპასუხო ქმედებების მომზადება დაიწყო.

1940-იანი წლების ბოლოსთვის, აშშ-ში ატომური ქვემეხების შექმნა სრული სვლით მიმდინარეობდა. რის შედეგადაც უკვე 1952-ში, აშშ-ს არმიამ შეიარაღებაში 280 მმ-იანი Т-131-ის ტიპის ქვემეხი მიიღო. ნახევრადსტაციონარული ტიპის ქვემეხის საბრძოლო წონა 42.6 ტონას შეადგენდა. სამარშო მდგომარეობაში კი მისი მასა 75.5 ტონამდე ადიოდა. ასეთი გიგანტის გადატანა მხოლოდ ორი ძლიერი გამწევის გამოყენებით და ისიც გზატკეცილზე შეიძლებოდა. საბრძოლო პოზიციის მომზადებაზე კი რამოდენიმე საათი იხარჯებოდა. ქვემეხი 15 კილოტონის სიმძლავრის ბირთვულ ჭურვებს ისროლდა. ეს ჰიროსიმაზე ჩამოგდებული ბომბის 3/4-ის ტოლფასი იყო. დაშლილ მდგომარეობაში, ქვემეხი ევროპაში აშშ-ს არმიის გასაძლიერებლად გააგზავნეს სადაც ის 1963 წლამდე რჩებოდა.

1954 წელს სსრკ-ში ატომური ქვემეხების პროექტირება დაიწყო. რატომღაც რუსებმა ერთდროულად სამი ტიპის იარაღის: უკუგორებო ქვემეხის, ნაღმსატყორცნისა და ქვემეხის შექმნა გადაწყვიტეს. თანაც მათი კალიბრი რა თქმა უნდა ამერიკული "კოლეგების" კალიბრზე მეტი უნდა ყოფილიყო. განდიდების მანიის გარდა ამ გადაწყვეტილებას სხვა მიზეზიც ქონდა - საბჭოთა ინჟინრებმა ვერ შესძლეს კომპაქტური ატომური ჭურვის შექმნა.

ერთი წლის შემდეგ, 406 მმ-იანი სუპერ-ქვემეხი "კონდენსატორი" შეიქმნა. მისი ჭურვი 570 კგ-ს იწონიდა და ქვემეხს მისი გასროლა მაქსიმალურ 25.6 კმ-ის დისტაციაზე შეეძლო. მობილურობის მიზნით, ქვემეხი მუხლუხა შასიზე განათავსეს. "ტრანსფომატორის" სრულმა წონამ 64 ტონა შეადგინა. პირველი ქვემეხის 1957 წელს იყო დამზადებული.

პარალელურად მიმდინარეობდა 420 მმ-ის კალიბრის გლუვლულიანი ნაღმსატყორცნის "ოკას" შექმნა. მისი ატომური ნაღმი 670 კგ-ს იწონიდა. სროლის მაქსიმალური დისტანცია კი 25 კმ-ს შეადგენდა. ერთი გასროლის განსახორციელებლად "ოკას" ხუთი წუთი ესაჭიროებოდა. საინტერესოა ისიც, რომ ამ ნაღმსატყორცნის ლულა, რომლის სიგრძეც არც მეტი არც ნაკლები 20 მ-ს შეადგენდა, ფოლადის ერთი ნამზადისგან იყო დამზადებული. მთლიანი დანადგარის წონამ 55.3 ტონა შეადგინა.

მაგრამ "კონდენსატორსაც" და "ოკასაც" ერთი და იგივე მინუსები ქონდა. დიდი მასის გამო, მათ არც ერთ ხიდზე არ შეეძლოდ გავლა. არც ისე მცირე გაბარიტების გამო კი მათი გადატანა აწყობილ მდგომარეობაში რკინიგზითაც შეუძლებელი იყო. მათ დაშლასა და შემდგომ აწყობას კი საათები სჭირდებოდა. გარდა ამისა სროლისას წარმოქმნილი ძლიერი უკუცემის გამო, გამუდმებით ფუჭდებოდა სავალი ნაწილის დეტალები. საბოლოო ჯამში არც "ოკა" და არც "კონდენსატორი" შეიარაღებაში არ მიუღიათ და მხოლოდ ოთხ-ოთხი ცალის ოდენობით დაამზადეს. ამერიკელების გულის გასახეთქად კი 1957 წელს ორივე დანადგარი წითელ მოედანზე, აღლუმზე გამოიყვანეს.

რაც შეეხება საბჭოურ უკუგორებო ატომურ ქვემეხებს, მათი სახით მუშაობა 420 მმ-იან C-103-ზე მიდოდა, რომელსაც მძიმე ტანკის შასი გააჩნდა. ქვემეხის გამოცდა ლელინგრადის მახლობლად მდებარე პოლიგონზე ხდებოდა, როდესაც 101-ე გასროლაზე ლულა გასკდა და ქვემეხი სრულად განადგურდა.

1950-იანი წლების ბოლოს ამერიკელმა მეცნიერებმა შეძლეს ატომური საარტილერიო ჭურვების წონით-გამარიტული მახასიათებლების შემცირება. 1957 წელს აშშ-ს არმიამ შეიარაღებაში 203 მმ-იანი, 2 კილოტონის სიმძლავრის ატომური ჭურვი მიიღო, რომელიც М-115-ის ტიპის სტანდარტულ ჰაუბიცაზე იყო გათვლილი. 1963 წელს კი შეიარაღებაში М-454-ის ტიპის ჭურვი მიიღეს, რომლის გამოყენებაც 155 მმ-ის კალიბრის "ნატოს" სტანდარტების ნებისმიერ ჰაუბიცას შეეძლო. მისი სიმძლავრე 0.8 კილოტონას შეადგენდა და ის მხოლოდ 58 კგ-ს იწონიდა.

საბჭოთა კავშირმა, მსგავსი მცირე გაბარიტებისა და სიმძლავრის მქონე ჭურვების შექმნა, მხოლოდ 15 წლის დაგვიანებით დაიწყო. 1964 წელს დაწყებული იყო 240 მმ-იანი ბუქსირებადი და "ტიულპანის" ტიპის თვითმავალი ნაღმსატყორცნებისთვის განკუთვნილ ნაღმებზე მუშაობა. ჩვეულებრივი ნაღმი, ბირთვული საბრძოლო ქობინით, 9.5 კმ-ზე მიფრინავდა, აქტიურ-რეაქტიული კი - 18 კმ-ზე. შემდგომ შექმნილი იყო 203 მმ-იანი ჭურვები "პიონის" ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარისთვის და 152 მმ-იანი ჰაუბიცებისთვის.

0

ავტორი: