FN Five-seven - ნახევრადავტომატური პისტოლეტი FN Five-seven - ნახევრადავტომატური პისტოლეტი />


  10:56:43     16-09-2011

FN Five-seven - ნახევრადავტომატური პისტოლეტი

a10082.jpg

FN Five-seven-ი არის ნახევრადავტომატური პისტოლეტი, რომელიც შემუშავებულია და იწარმოება ბელგიური კომპანიის FN Herstal-ის მიერ. პისტოლეტის 5.7 მმ-იანი კალიბრისაა, სწორედ აქედან ეწოდა მას სახელი Five-seven-ი.

პისტოლეტი Five-seven-ი 1998 წლიდან იწარმოება და ის 5.7×28 მმ-იან ვაზნებზეა გათვლილი. Five-seven-ი გამოირჩევა თავისი სიმსუბუქით, რაც მასში პოლიმერული მასალების ფართო გამოყენებით მიიღწევა. მას აქვს საკმაოდ დიდი ტევადობის სტანდარტული 20 ვაზნიანი მჭიდი. იარაღს, თავისი კალიბრის გამო, სუსტი უკუცემა ახასიათებს. სპეციალური ჯავშანგამტანი ტყვიების გამოყენების შემთხვევაში, მიუხედავად მცირე კალიბრისა, მას თავისუფლად შეუძლია გახვიტოს ჯავშანჟილეტი.

Five-seven-ის ტიპის პისტოლეტების გაყიდვები თავდაპირველად შეზღუდული იყო და პისტოლეტი მხოლოდ სამხედროებისთვის იყო განკუთვნილი. მაგრამ 2004 წლიდან პისტოლეტი შესყიდვა უკვე ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც გახდა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სპორტული ამუნიცია იყო გაყიდვაში, Five-seven-ის სამოქალაქო პირებში გავრცელებას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა იარაღის მაკონტროლებელი ორგანიზაციებიდან და პისტოლეტი დაპირისპირების საგანი გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ამჟამად Five-seven-ის ტიპის პისტოლეტი 40-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო და საპოლიციო ძალების შეიარაღებაში იმყოფება. ამერიკის შეერთებულ შტატებაში Five-seven-ი უამრავი სხვადასხვა სამართალდამცავი ორგანოს, მათ შორის აშშ-ის საიდუმლო სამასახურის შეიარაღებაშია. მას შემდეგ, რაც პისტოლეტი შეერთებული შტატების სამოქალაქო ბაზარზე გამოჩნდა მან უდიდესი პოპულარობა მოიპოვა სროლის მოყვერულთა შორის.

Five-seven-ის 5.7×28 მმ-იანი ვაზნა თავდაპირველად FN Herstal-ის მიერ 1990-იან წლებში შემუშავდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ FN P90-სთვის და ის SS90-ად მოიხსენიებოდა. ამ ტიპის ვაზნების წარმოება 1993 წელს შეწყდა და იმავე კალიბრის SS190-ის ტიპის ვაზნით ჩანაცვლდა, რომელშიც თავდაპირველ ვარიანტზე ოდნავ მძიმე, თუმცა უფრო მოკლე ტყვია გამოიყენებოდა. SS190-ის შემცირებულმა ზომამ Five-seven-ში მისი მოთავსება უფრო მოხერხებული გახადა.

Five-seven-ი არის ნახევრადავტომატური, თავისუფალი საკეტის პრინციპზე მომუშავე მექანიზმიანი პისტოლეტი. პისტოლეტში ფართოდ გამოიყენება პოლიმერული მასალები. პოლიმერებითაა დაფარული მეტალის დეტალებიც კი. პისტოლეტის ასეთი დიზაინი არა მხოლოდ მნიშვნელოვნად ამცირებს მის მასას, არამედ იცავს კიდეც კოროზიისაგან. პოლიმერული მასალებით დაფარული პისტოლეტის გვერდები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ის მთლიანად პოლიმერებისგან არის დამზადებული.

Five-seven-ის დიზაინში განსაკუთრებულად აღსანიშნავი მისი მცირე კალიბრია. 5.7×28 მმ-იანი კალიბრის ვაზნები „ნატოს“ მოთხოვნით შეიქმნა, რათა ჩაენაცვლებინათ 9×19 მმ-იანი „პარაბელუმის“ ვაზნები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ტიპის პისტოლეტებსა და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში. 5.7×28 მმ-იანი ვაზნა 6 გრამს იწონის, რაც 9×19 მმ-იანი „პარაბელუმის“ თითქმის ნახევარია. ამიტომაც გაცილებით მეტი რაოდენობით ამუნიციის ტარებაა შესაძლებელი. ტყვიის საწყისი სიჩქარე 650 მ/წმ-ია.

პისტოლეტი იკვებება სტანდარტული 20 ვაზნიანი, შემცირებული 10 ვაზნიანი ან გაზრდილი ტევადობის 30 ვაზნიანი მჭიდით. პისტოლეტის თანამედროვე ვარიანტებზე უსაფრთხოების ღილაკები გაორმაგებულია და მის ორივე მხარესაა განლაგებული, რაც პისტოლეტს ცაციებისთვისაც მოსახერხებელს ხდის.

Army.ge
0

ავტორი: