15:07:54     15-09-2011
მიხაელ ჰანეკეს „სიტყვაძუნწი სტილი“
მიხაელ ჰანეკე, ავსტრიელი კინორეჟისორი და მწერალი, 1942 წელს, გერმანიაში დაიბადა. ის განთქმულია სიტყვაძუნწი სტილით. მისი ფილმები ხშირად ასახავს თანამედროვე საზოგადოების პრობლემებსა და ნაკლოვანებებს. ჰანეკეს უმუშავია როგორც ტელევიზიაში, ასევე თეატრსა და კინოში. მის ნამუშევრებში წამოწეულია მწვავე სოციალური საკითხები.
მსახიობისა და რეჟისორის ფრიც ჰანეკესა და კინომსახიობი ბეატრის ფონ დეგენშილდის ვაჟი - ჰანეკე ქალაქ ვინერ-ნოიშტადტში გაიზარდა. სწავლობდა ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიას ვენის უნივერსიტეტში. მსახიობობასა და მუსიკაში თავდაპირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. სწავლის დასრულების მერე, ფილმის კრიტიკოსი ხდება და 1967-1970 წლებში მუშაობს ედიტორად და დრამატურგად სამხრეთ გერმანიის სატელევიზიო სადგურ ზიუდვესტფუნკში. როგორც დრამატურგი, მას ეკუთვნის შტრინდბერგის, გოეთეს, ბრიუკნერისა და ჰაინრიხ ფონ კლაისტის სცენოგრაფია გერმანულად ბერლინში, მიიუნხენსა და ვენაში. მისი, როგორც სატელევიზიო რეჟისორის დებიუტი, 1973 წელს მოხდა.
მისი კინო-დებიუტი შედგა 1989 წელს ფილმით "მეშვიდე კონტინენტი", სადაც ის იკვლევს საძირკველს იმ ძალადობობრივი და უხეში სტილისა, რომელიც შემდგომ წლებში განვითარდა. სამი წლის შემდეგ, სკანდალური მცირემეტრაჟიანი ფილმით "ბენი" ჰანეკე პრესაში ატეხილი ალიაქოთის მიზეზი ხვდება. თუმცა ჰანეკეს უდიდესი წარმატება მისმა 2001 წლის ფილმმა "პიანისტი" მოუტანა. ამ ფილმმა კანის ფესტივალის პრესტიჟული ჯილდო "გრან-პრი" დაიმსახურა. საუკეთესო მსახიობი მამაკაცისა და ქალის ჯილდოები, ასევე, ერგოთ ბენუა მაგიმელსა და იზაბელ ჰიუპერს. მას, ასევე, ორჯერ მოუწია მუშაობა ჟულიეტ ბინოშთან, მათ შორის მის 2005 წლის ფილმში "კაშე" (ფრანგ. "ფარული").
0