ბრინჯის პაშტეტი იტალიურად ბრინჯის პაშტეტი იტალიურად />


  12:49:31     14-09-2011

ბრინჯის პაშტეტი იტალიურად

a9997.jpg

მასალა:

300 გრამი ბრინჯი

2 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი

პატარა ჯამი გასუფთავებული, წვრილად დაჭრილი სოკო

ოხრახუშის კონა

100 გრამი ლორი

1 ჭიქა წვრილად დაჭრილი ხორცი

3 ცალი საღი პამიდორი

1 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა და წვრილად დაჭრილი ოხრახუში

2 სუფრის კოვზი კუბიკების ფორმის ორცხობილა (სუხარი)

პილპილი, მარილი

მოვხარშოთ ბრინჯი და დავდგათ დასაწურად. გასუფთავებული, წვრილად დაჭრილი სოკო და მწვანილი შევბრაწოთ ნახევარ პორცია ცხიმში, დავამატოთ ცოტა წყალი და ვშუშოთ მზადყოფნამდე. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ვიჩინა, ხორცი, პამიდორი, ტომატ-პასტა და ოხრახუში. ყველაფერი მოვშუშოთ თავდახურულ ჭურჭელში, ვშუშოთ 15 წუთის განმავლობაში. დავამატოთ მარილი, პილპილი. დავასხათ მცირე რაოდენობის წყალი. მიღებული წვენი საწურით დავასხათ ბრინჯს, შუაში ჩავაღრმავოთ, მასში მოვათავსოთ რაგუ და ზემოდან მოვაყაროთ დარჩენილი ბრინჯი, მოვაყაროთ სუხარი, მოვასხათ გამდნარი კარაქი. ფორმა შევდგათ ღუმელში და დავტოვოთ სანამ ბაშტეტი ოქროსფერ ფერს არ მიიღებს. სუფრაზე მწვანე სალათასთან ერთად მივიტანოთ.

0

ავტორი: