10:44:14     13-09-2011
რუსეთი „შავ ზვიგენებზე“ უარს ამბობს
რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალები უარს ამბობს ვერტმფრენის – კა–50 „შავი ზვიგენის“ შესყიდვებზე, ახალი ვერტმფრენის – კა–52 „ალიგატორის“ სასარგებლოდ. კა–50–ს მთავარი მინუსია მეორე პილოტის არარსებობა, რადგანაც ერთ მფრინავს არ შეუძლია ერთდროულად მართოს ჰაერში რთული მანქანა და თან ისროლოს.
მეორე პილოტის არსებობის გარდა, კა–52–ში განხორციელებულია ორმაგი მართვა – თითოეულ მფრინავს აქვს მართვის სახელური და პედლები. გათვალისწინებულია, რომ თუ ერთ–ერთი მათგანი დაიჭრება ან დაიღუპება, მეორე პილოტი გამოიყვანს მანქანას ბრძოლიდან.
0