თევზი იაპონურად თევზი იაპონურად />


  10:40:07     13-09-2011

თევზი იაპონურად

a9939.jpg

მასალა:

500 გრამი თევზის ფილე

1 სუფრის კოვზი ბრინჯის ფქვილი

3 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი

3 კვერცხის ცილა

½ ჩაის კოვზი დესერტის ღვინო

1-2 თავი ხახვი

2-3 ღერი ტკბილი წიწაკა

ნიახურის ძირი

 

თევზის ფილე დავჭრათ თითის სისქის ზოლებად. მოვამზადოთ საკმაოდ სქელი ცომი ბრინჯისა და ხორბლის ფქვილისაგან, დავამატოთ კვერცხის ცილა, ღვინო და ცოტა წყალი. წყალი წინასწარ უნდა შევურიოთ კვერცხის ცილას და გავაჩეროთ სიცივეში 3 დღის განმავლობაში. ხახვი დავჭრათ რგოლებად, ტკბილი წიწაკა ზოლებად, ნიახურის ძირი კი თხელ კუბიკებად. თევზი და სხვა პროდუქტები ამოვავლოთ ცომში და შევწვათ ტაფაში.

0

ავტორი: