ვენის კლასიკური სკოლა ვენის კლასიკური სკოლა />


  11:12:47     12-09-2011

ვენის კლასიკური სკოლა

a9903.jpg

XVIII საუკუნის მანძილზე, ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობდა ინსტრუმენტულ მუსიკაში ახალი ჟანრებისა და ფორმების ჩამოყალიბის პროცესი. ამ პროცესმა სრულყოფილი სახე მიიღო და მწვერვალს მიაღწია სწორედ „ვენის კლასიკურ სკოლაში“ სამი ზემოთხსენებული მუსიკოსის შემოქმედებაში.

ვენის კლასიკური სკოლის კომპოზიტორებმა გააერთიანეს მრავალი მანამდელი ჟანრი, ფოლკლორული მუსიკიდან მოყოლებული ბაროკოს პოლიფონიამდე; გაერთიანდა მრავალი გერმანული, იტალიური და ფრანგული მუსიკალური სტილი და მიმდინარეობა; იხვეწება მრავალი ჟანრი. ყალიბდება სონატური-სიმფონიური ფორმა - სამ-ოთხ ნაწილიანი ფორმა, რომელიც თითქმის ყველა ხელოვნების დარგში გამოიყენება.

ბახის შვილის კარლ ფილიპ ემანუელ ბახის შემოქმედებამ, დიდი როლი ითამაშა ჰაიდნის შემოქმედებრივი ცხოვრების განვითარებაზე. მოცარტი თავის მრავალრიცხოვან მოგზაურობებში ეცნობოდა მნიშვნელოვან ადამიანებს, ბახს, რომელმაც მოცარტს იტალიური ოპერა და მანჰაიმის სკოლა გააცნო. აგრეთვე იგი იცნობდა ჰენდელისა და ბახის შემოქმედების მნიშვნელოვან ნაწილს. მოგვიანებით, მოცარტის და ჰაიდნის შემოქმედებას ეცნობა ბეთჰოვენი, რაც დიდ გავლენას ახდენს მასზე.

ვენა, ამ დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრი იყო ევროპის სხვა დიდ ქალაქებთან - პარიზთან და ლონდონთან ერთად. გადამწყვეტი როლი ვენის კლასიკური სკოლის შექმნაში ითამაშა მოცარტის გადასვლამ ვენაში. იქ, ჰაიდნთან ერთად, მოღვაწეობის დროს ყალიბდება და იხვეწება სიმებიანი კვარტეტი და პუბლიკაზე ყველაზე გავლენიანი ფორმა - სიმფონია.
0

ავტორი: