დრამატული თეატრი ფოთში დრამატული თეატრი ფოთში />


  11:09:43     12-09-2011

დრამატული თეატრი ფოთში

a9901.jpg

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაარსდა 1882 წელს ქალაქ ფოთში. 2008 წლიდან, ფოთის თეატრი ევროპის რეგიონალური თეატრების ქსელის წევრია. ამავე წლიდან, ფოთის თეატრი საქართველოს რეგიონალური თეატრების თავმჯდომარეა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ფოთის საკათედრო ტაძარი დახურულ იქნა და შემდეგი მისი შენობა ფოთის თეატრს გადაეცა. წლების მანძილზე, თეატრი საკათედრო ტაძრის შენობაში იმყოფებოდა. რამოდენიმეჯერ მოხდა შენობის რეკონსტრუქცია, რამაც მას საკმაოდ შეუცვალა იერი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, შენობაზე დიდი ხნის მანძილზე მიდიოდა დავა საქართველოს საპატრიარქოსა და ფოთის თეატრის დასს შორის. საბოლოოდ, ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილებით, შენობა საპატრიაქოს გადაეცა, ხოლო თეატრისათვის ახალი შენობის აგება გადაწყდა. ფოთის თეატრი ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა მაყურებელში და ის საქართველოში ერთ-ერთი უძველესი და დიდი ტრადიციების მქონე თეატრია.

0

ავტორი: