PT-91 Twardy - პოლონური საბრძოლო ტანკი PT-91 Twardy - პოლონური საბრძოლო ტანკი />


  11:07:51     12-09-2011

PT-91 Twardy - პოლონური საბრძოლო ტანკი

a9899.jpg

პოლონური ძირითადი საბრძოლო ტანკი PT-91 „ტვარდი“ საბჭოთა T-72M1 ტიპის ტანკის მოდერნიზებულ, გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენს. PT-91-ზე მუშაობა პოლონეთში ადრეულ 1990-იან წლებში დაიწყო, ხოლო შეიარაღებაში 1995 წელს მიიღეს. დღესდღეობით, პოლონეთის არმიის შეიარაღებაში 232 ერთეული ამ ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკია შედის.

„ტვარდის“ ჯავშანი კომპოზიტურია. ძირითადი საბრძოლო ტანკის დაცვის გაზრდა Erawa-ს ტიპის დინამიკური დაცვის ელემენტების დაყენებით მოხერხდა, რომელიც პოლონეთის სამხედრო-ტექნიკური ინსტიტუტის მიერ შემუშავდა. არსებობს მისი ორი მოდეფიკაცია: Erawa-1 და Erawa-2, რომლებიც ერთმანეთისაგან მათში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერების რაოდენობით განსხვავდებიან. ექსპერიმენტებმა, რომლებიც Erawa-ს ტიპის დინამიკურ დაცვაზე ჩაატარეს, აჩვენა, რომ მისი მეშვეობით ტანკის დაცულობა კუმულაციური ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების წინააღმდეგ 50-70%-ით, ხოლო ქვეკალიბრის ჭურვების წინააღმდეგ 30-40%-ით გაიზარდა. 394 ერთეული დინამიკური დაცვის ელემნტი ტანკის კორპუსისა და კოშკურის შუბლა პროექციებს, ასევე ბორტებს ფარავს. ფეთქებად-რეაქტიული ჯავშნის ბლოკები ერთმანეთთან მჭიდროდ, ნაპრალების გარეშეა დამაგრებული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დინამიკური დაცვის ელემენტები ცივი ომის პერიოდის საბჭოთა ტანკებზე ერთმანეთისაგან 10-15 მმ-ით ან უფრო მეტი დაშორებით არის დამონტაჟებული, რაც საერთო ჯამში მნიშვნელოვნად ამცირებს ტანკის დაცულობას.

PT-91 „ტვარდი“ შეიარაღებულია 125 მმ-იანი 2A46M-ის ტიპის გლუვლულიანი ქვემეხით, რომელიც T-72-ში გამოყენებული ქვემეხის მსგავსია. ქვემეხის დატენვას ავტომატური დამტენი სისტემა უზრუნველყოფს, რომლის სროლის მაქსიმალური სისწრაფე 8-10 გასროლაა წუთში. ტანკის საბრძოლო კომპლექტი 42 ჭურვისაგან შედგება. PT-91 აღჭურვილია უახლესი ქვემეხის სტაბილიზაციისა და ცეცხლის მართვის სისტემებით. გარდა ამისა მოდერნიზებულია ტანკის დანარჩენი სისტემებიც.

PT-91-ის დამტებითი შეიარაღება 1 x 7.62 მმ-იანი PKT-ს ტიპის ქვემეხთან შწყვილებული და 1 x 12.7 მმ-იანი NSVT-ს ტიპის მძიმე საზენიტო ტყიამფრქვევისაგან შედგება. ტანკის ეკიპაჟი სამი კაცისაგან: მეთაურის, მსროლელისა და მძღოლისაგან შედგება.

PT-91-ის მოდერნიზაციის გამო მისი მასა გაიზარდა, რამაც დღის წესრიგში ძრავების გაძლიერებაც დააყენა. გადაწყდა ტანკზე დაეყენებინათ 12 ცილინდრიანი S-12U-ს ტიპის 850 ცხენისძალიანი დიზელის ძრავა, რომელიც საბჭოთა წარმოების V-46-6 ტიპის 780 ცხენისძალიანი დიზელის ძრავის მოდერნიზებულ ვარიანტს წარმოადგენს და ვარშავაში PZL-Wola-ს მიერ იწარმოება. PT-91 „ტვარდის“ ბოლო ვარიანტებზე 1000 ცხ.ძალიანი S-1000 ტიპის ძრავებია დაყენებული.

Army.ge

0

ავტორი: