სახლის გაქირავება საშიშია სახლის გაქირავება საშიშია />


  19:38:48     10-09-2011

სახლის გაქირავება საშიშია

a9880.jpg

გუშინ, 9 სექტემბერს,  თბილისის საქალაქო სასამართლომ, დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მითვისება–გაფლანგვის საქმის განხილვა დაასრულა. ბრალდებულს სახლის მეპატრონე 22 000 დოლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ნივთებისა  და ავეჯის გაყიდვას ედავებოდა.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებულმა მეუღლესთან ერთად ბინა თბილისში, ვაჟა–ფშაველას გამზირზე იქირავა და ოჯახთან და მეგობართან ერთად დროებით საცხოვრებლად გადავიდა. ნაქირავებ ბინაში ცოლ–ქმარმა საბავშვო ბაღიც გახსნეს, თუმცა ბაღმა ფუნქციონირება მალე შეწყვიტა, ვინაიდან მეპატრონეები კლიენტების ნაკლებობას უჩიოდნენ.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, შემოსავლების გარეშე დარჩენილმა ოჯახმა ბინაში არსებული ნივთების მითვისება–გაფლანგვა განიზრახა და სხვადასხვა დროს, მისი თანხმობის გარეშე, გაასხვისეს ბინის მეპატრონის ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები, რითაც მათ ბინის მესაკუთრეს 22 000 დოლარის მატერიალური ზიანი მიაყენეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ნივთმტკიცების სახით, მის მიერ გაყიდული ნივთები არსებობდა,  ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობდა, თუმცა საბოლოო სიტყვაში მან ჩადენილი დანაშაული აღიარა. სასამართლოს მიერ მისი ბრალეულობა მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით, დაპირისპირების ოქმებითა და ამოღებული ნივთმტკიცებებითაა დადასტურებული. შესაბამისად,  სასამართლომ, სხვისი მოძრავი ნივთის მითვისება–გაფლანგვაში ბრალდებულს, 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

0

ავტორი: