DANA - 152 მმ-იანი თვითმავალი ქვემეხ-ჰაუბიცა DANA - 152 მმ-იანი თვითმავალი ქვემეხ-ჰაუბიცა />


  10:42:00     10-09-2011

DANA - 152 მმ-იანი თვითმავალი ქვემეხ-ჰაუბიცა

a9864.jpg

152 მმ-იან თვითმავალ ქვემეხ-ჰაუბიცა DANA-ზე მუშაობა ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში დაიწყო. ის განიხილებოდა, როგორც საბჭოთა 2S3 Akatsiya-ს ალტერნატივა. ამ პერიოდის სხვა ჰაუბიცებისაგან განსხვავებით „დანა“ ბორბლებიან შასისზე იყო დაფუძნებული. ჰაუბიცის წარმოება 1981 წელს დაიწყო და 1994 წელს შეწყდა, ამ პერიოდის განმავლობაში 750 ერთეულზე მეტი ამ ტიპის ჰაუბიცის წარმოება მოხერხდა. დღესდღეობით „დანა“ ჩეხეთისა და სლოვაკეთის გარდა შეიარაღებაში ოთხ ქვეყანას: საქართველოს, კვიპროსს, ლიბიასა და პოლონეთს აქვს.
„დანა“ აღჭურვილია 152 მმ-იანი ქვემეხ-ჰაუბიცით, რომელიც შეთავსებადია საბჭოთა სტანდარტისა და ადგილობრივად წარმოებულ 152 მმ-იან ამუნიციასთან. „დანას“ საბრძოლო კომპლექტი 60 ჭურვისაგან შედგება. ქვემეხ-ჰაუბიცაზე ავტომატური დატენვის სისტემაა დამონტაჟებული. ეს ავტომატური დამტენი იმ პერიოდში უნიკალური იყო თავისი მახასიათებლების მიხედვით, მას დატენვა ქვემეხის ნებისმიერ მდგომარეობაში ყოფნის დროს შეეძლო. ეს მახასიათებელი დღესდღეობით სტანდარტს წარმოადგენს, თუმცა იმ პერიოდში ძალზე იშვიათი მოვლენა იყო. ჰაუბიცის საბრძოლო კომპლექტში შედის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, რომელიც გამოიყენება პირდაპირი ცეცხლით დაჯავშნული სამიზნეების გასანადგურებლად.
დამატებითი შეიარაღების სახით თვითმავალი ქვემეხ-ჰაუბიცა აღჭურვილია 1 x 12.7 მმ-იანი საზენიტო ტყვიამფრქვევით.
თვითმავალი ქვემეხ-ჰაუბიცის შასი 8x8 კონფიგურაციისაა და მისი მექანიკური კომპონენეტების დიდი ნაწილი Tatra T815 Koloss-იდან არის აღებული. ქვემეხ-ჰაუბიცაზე ძალური დანადგარის სახით დამონტაჟებულია Tatra 2-939-34 ტიპის დიზელის 345 ცხ.ძალიანი ძრავა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბორბლებიანი შასი, რომელიც ამ საარტილერიო სისტემაში გამოიყენება, გაცილებით უფრო იაფია მუხლუხასთან შედარებით.

Army.ge

0

ავტორი: