10:40:03     10-09-2011
F-16 fightin falcon
ამ ტიპის თვითმფრინავის 4 400-ზე მეტი ცალის წარმოება მოხდა პირველი გამოშვების შემდეგ და დაიხვეწა 1976 წელს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები აღარ ყიდულობს ამ მოდელებს, მისი გაუმჯობესებული ვერსიები მაინც იწარმოება ექსპორტისთვის. 1993 წელს General Dynamics-მა თვითმფრინავის წარმოების ბიზნესი მიყიდა კორპორაციას Lockheed Corporation, რომელიც, თავის მხრივ, გახდა Lockheed Martin-ის ნაწილი, მას მერე რაც 1995 წელს შთანთქა იგი Martin Marietta-მ.
Fighting Falcon წარმოადგენს საჰაერო მებრძოლს მრავალი ინოვაციით, რომელთა შორისაც შეიძლება დასახელდეს კაბინის უკარკასო ზედა მხარე უკეთესი ხილვადობისათვის, გვერდითა მხარეს დამაგრებული კონტროლის ბერკეტები, რათა ადვილად გააკონტროლოს პილოტმა თვითმფრინავი დიდი გრავიტაციული ძალების მოქმედებისას და გაუმჯობესებული სავარძელი, გრავიტაციული ძალების მოქმედების შესამცირებლად პილოტზე. F-16-ს აქვს შიდა M61 Vulcan ტიპის ქვემეხი და 11 სამაგრი სხვადასხვა ტიპის რაკეტების, ბომბებისა და საწვავის ავზების დასამონტაჟებლად.
გარდა აშშ-ის საჰაერო ძალების აქტიური, სარეზერვო და საჰაერო ეროვნული დაცვის დანაყოფებისა, თვითმფრინავს იყენებს აშშ-ის საჰაერო ძალების საჰაერო სადემოსტრაციო ჯგუფი,აშშ-ის საჰაერო ძალების „ქუხილის ჩიტები“ და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები როგორც მოწინააღმდეგე/აგრესორ თვითმფრინავს. აშშ-ის გარდა F-16 კიდევ 25 სახელმწიფოს საჰაერო ძალებში მსახურობს
Army.ge
0