სომხეთის არმიაში, სიკვდილიანობის რიცხვი, კატასტროფულად მატულობს სომხეთის არმიაში, სიკვდილიანობის რიცხვი, კატასტროფულად მატულობს />


  01:58:35     10-09-2011

სომხეთის არმიაში, სიკვდილიანობის რიცხვი, კატასტროფულად მატულობს

a9853.jpg

სომხეთის არმიაში შექმნილი პრობლემების სათავე, უდისციპლინობაა. სომხეთის ადამიანთა უფლებების დამცველის, კარენ ანდრეასიანის თქმით, ბოლო დროს, სომხეთის არმიაში ინციდენტებმა, სწორედ დისციპლინის ძალიან დაბალი დონის გამო იმატა.

„როგორც ადამიანთა უფლებების დამცველმა, მინდა შეშფოთება გამოვხატო სომხეთის არმიაში თვითმკვლელობებისა და მკვლელობების რიცხვის ზრდის გამო. მინდა კარგად გაიაზროთ სიტუაციის სერიოზულობა და ნაციონალური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვეცადოთ წინა პლანზე წამოვწიოთ და განხილვის საგნად ვაქციოთ ეს თემა“ – განაცხადა დღეს სომხეთის ომბუდსმენმა ევროპის კომიტეტის წინაშე, არმიაში 2010 წელს აღნიშნული წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ფაქტების შემცველი ანგარიშის წარდგენისას.

ანდრეასიანმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო, მჭიდროდ თანამშრომლობს ომბუდსმენის აპარატთან. მისი თქმით, „ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სახალხო დამცველის ოფისში შემოსული საჩივრების უმრავლესობა, სომხურ არმიაში ადამიანის უფლებების დარღევის ფაქტებს ეხება და თითქმის ყველა საჩივრის განხილვა, დაზარალებულთა სასარგებლოდ დასრულდა. ეს ძალიან დადებითი მომენტია.“

შედარებისთვის, სახალხო დამცველმა, წინა წლების სტატისტიკა მოიშველია. ანდრეასიანის თქმით, 2005 წელს, მათ ოფისში შესული 62 განცხადებიდან დაზარალებულის სასარგებლოდ მხოლოდ ორი გადაწყდა, 2006 წელს 26–დან ორი, 2007 წელს 10 შემთხვევიდან – 4, ხოლო 2008 წელს 31–დან 15. წელს, ყველა შემოსული საჩივრის საქმე, მომჩივანის სასარგებლოდ გადაწყდა.

სტატისტიკის გაუმჯობესება ომბუდსმენმა, ცხელი ხაზის ამუშავებით ახსნა, რომელიც არმიაში მიმდინარე დარღვევებს, ძალადობისა და წამების ფაქტებს აღნუსხავს და შესაბამის ორგანოებს აცნობებს.

მიუხედავად ამ მხრივ სტატისტიკის გაუმჯობესებისა, ანდრესიანს უკვირს ჯარში ძალადობისა და თვითმკვლელობის რიცხვის მატების ფაქტი. აღსანიშნავია მოსახლოების უნდობლობაც ძალოვანი უწყებებისა და სასამართლოსადმი. ომბუდსმენის თქმით, ბოლო დროს დაღუპული ხუთი ჯარისკაცის, ოღაჯანიანის, სერგოიანის, აირაპეტიანის, სარქისიანისა და ნაზარიანის მშობლებმა, სწორედ მხოლოდ სახალხო დამცველის ოფისს მიმართეს, რადგან იმედი არ აქვთ, რომ სხვაგან ან დაეხმარებიან, ან საერთოდ ყურადღებას მიაქცევენ.

ომბუდსმენი თავდაცვის უწყების პლუსად თვლის ორი ჯარისკაცის, აბრამიანისა და მკრტჩიანის მკვლელობების საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანასაც. ამ საქმეს სომხურ საზოგადოებაში, დიდი რეზონანსი მოჰყვა.

19 წლის რიგითი, აგასი აბრამიანი, სამხედრო ჰოსპიტალში, 26 აგვისტოს გარდაიცვალა. საქმესთან დაკავშირებით დაიჭირეს ერთი წვევამდელი და სამი ოფიცერი.

19 წლის აიკ მკრტიჩიანი კი, 6 სექტემბერს გარდაიცვალა, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო. მას ჩხუბის დროს მეორე ჯარისკაცმა ესროლა. ეს ჯარისკაციც დაპატიმრებულია.  

სახალხო დამცველის განცხადებით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ჯარში მომხდარი ინციდენტები უყურადღებოდ და გამოძიების გარეშე არ რჩება, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ფაქტების გათვალისწინებით, ყურადღება მიექცეს არმიის „შიდა სამზარეულოს“ და მსგავსი ფაქტების შემცირება მოხდეს, თორემ სტატისტიკა მართლაც საგანგაშოა.

0

ავტორი: