15:57:23     11-12-2024
120 დოლარიან ჩინურ კუბოში "ჩაწვენილი ოლიგარქი" – "კუბო, რომელიც დაწვეს აქციაზე, დამზადებულია ჩინეთში...კიდევ ერთი კოვზი ჩაგივარდათ ნაცარში აქციის გასაშავებლად"
რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კუბო დაწვეს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილსი ფიტული იდო. აღნიშნულმა საზოგადოების ნაწილში, რომელიც არალეგიტიმური ხელისუფლების მხარდამჭერია, აღშფოთება გამოიწვია. აღნიშნულზე ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ–ერთი წევრი წერს:
"მოკლედ, მეგობრებო.
კუბო, რომელიც დაწვეს აქციაზე, დამზადებულია ჩინეთში და მრავალი ვერსიაა ასეთი გამოსახულებების. ცხადია, სრულიად არაკანონიკურია და ქრისტიანულ არცერთ კონფესიაში არ ჯდება.
ალიბაბა კომ-ზე უამრავ მსგავს კუბოს ნახავთ გასაყიდს.
კრება დახურულია.
ნუ მისტირით ,ქოცებო, თემუდან გამოწერილ ფიცრებს . კიდევ ერთი კოვზი ჩაგივარდათ ნაცარში აქციის გასაშავებლად" – წერს მარიამ ხარბედია