"ურეკავს ივანიშვილს, რაც ნიშნავს, რომ აღიარებს – ქვეყანას რეალურად მართავს სიტუაციას ივანიშვილი, რომელიც არის რუსი ოლიგარქი" – ზურაბ ჯაფარიძე მაკრონი–ივანიშვილის საუბარზე "ურეკავს ივანიშვილს, რაც ნიშნავს, რომ აღიარებს – ქვეყანას რეალურად მართავს სიტუაციას ივანიშვილი, რომელიც არის რუსი ოლიგარქი" – ზურაბ ჯაფარიძე მაკრონი–ივანიშვილის საუბარზე /> "/> " />


  15:43:59     11-12-2024

"ურეკავს ივანიშვილს, რაც ნიშნავს, რომ აღიარებს – ქვეყანას რეალურად მართავს სიტუაციას ივანიშვილი, რომელიც არის რუსი ოლიგარქი" – ზურაბ ჯაფარიძე მაკრონი–ივანიშვილის საუბარზე

1733917601oo.JPG

საფრანგეთის პრეზიდენტსა და საქართველოს არაფორმალურ მმართველ, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აღნიშნულზე განმარტება "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ–ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა კომენტარი:

"ურეკავს ივანიშვილს, რაც ნიშნავს, რომ აღიარებს იმას, რომ ამ ქვეყანაში რეალურად მართავს სიტუაციას ივანიშვილი, რომელიც არის რუსი ოლიგარქი. მაგას აღიარებს სინამდვილეში მაკრონი, რომ ესმის, რომ ძალაუფლება ამ ადამიანის ხელშია. თქვენი აზრით რაზე დაურეკა, როგორ ხარ? ხომ კარგად ხარო? ახალი წელი მიულოცა? ჩემი შეფასება არის რომ ბოლო გაფრთხილება გაუკეთა. აუხსნა, რომ დაერხევა, თუ გააგრძელებს ისე მოქცევას, როგორც ახლა იქცევა. სხვა შეფასება მანდ შეუძლებელია არსებობდეს. შობის მისალოცად ხომ არ დაურეკა? შემიძლია ვარაუდი გამოვთქვა, საუბარი იყო იმაზე, ის რაც ხდება ქვეყანაში, დემოკრატიული უკუსვლა მიუღებელია საფრანგეთისთვის და თუ ეს ასე გაგრძელდება, საფრანგეთი გარკვეულ ზომებს მიიღებს და შეიძლება ლიდერის როლიც ითამაშოს, ამ ზომების მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირში", – აცხადებს ჯაფარიძე. 


ავტორი: presa.ge