რუსეთი, თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მფარველის სტატუსს იმყარებს რუსეთი, თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მფარველის სტატუსს იმყარებს />


  12:49:36     08-09-2011

რუსეთი, თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მფარველის სტატუსს იმყარებს

a9796.jpg

მიმდინარე წლის სექტემბერში, რუსეთის სახელმწიფო დუმა, ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დადებული ხელშეკრულების განხილვას გეგმავს, რომელიც საქართველოს ამ ორი რეგიონის ტერიტორიაზე, სამხედრო ბაზების ყოფნასა და ვადის გახანგრძლივების დაკანონებას ითვალისწინებს.

ამის შესახებ, საჯარო განცხადება, გუშინ, საერთაშორისო საქმეების კომიტეტის წევრმა, ნატალია ერმაკოვამ გააკეთა. რუსეთ–საქართველოს ომიდან სამი წლის თავზე, 8 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი, სახელმწიფო დუმაში თვითაღიარებულ აფხაზეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის შესახებ გამოფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირების ინიციატივით შევიდა.

მანამდე, ცოტა ხნით ადრე, ქვედა პალატაში, ანალოგიური ინიციატივა, სამაჩაბლოს შესახებაც შევიდა. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთმა საქართველოს ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, „მეგობრობისა და თანამშრომლობის“ შესახებ, რომლის საფუძველზეც, თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, რუსული სამხედრო ბაზები განთავსდა.

მას შემდეგ, აფხაზეთში დისლოცირებულია სამხრეთის სამხედრო ოლქის მეშვიდე, ხოლო სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, ამავე სამხედრო ოლქის მეოთხე რუსული სამხედრო ბაზა.

აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე, რეგულირდება სამხედრო ბაზების ობიექტების, უძრავი ქონების და მიწის გამოყენების პირობები; განისაზღვრება პირადი შემადგენლობის სტატუსი, სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისა და ბაზების სამოქალაქო პერსონალის „კანონიერად“ ყოფნა აფხაზეთის ტერიტორიაზე და სხვა არაერთი საკითხი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების დისლოკაციისთვის არის აუცილებელი.

ნატალია ერმაკოვას განცხადებით, დღეს დაგეგმილ დახურულ სხდომას, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან. პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ საკითხს, სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატის დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობა დაუჭერს მხარს, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას მიეკუთვნებიან ისინი. „ვფიქრობ, რომ სახელმწიფო დუმა, ამ სტრატეგიული ხასიათის ხელშეკრულების რატიფიცირებისას ერთსულოვანი იქნება“ – აღნიშნა ნატალია ერმაკოვამ.

მან, ჟურნალისტებთან საუბრისას, ხაზი გაუსვა რუსეთის „წვლილს“ აფხაზებისა და ოსების „გადარჩენის“ საკითხში. მისი თქმით, სწორედ რუსეთის ჩარევის შემდეგ „შეწყვიტა საქართველომ მასშტაბური სისხლისღვრა“ 2008 წლის აგვისტოში.

ერმაკოვას თქმით, არ შეიძლება ოფიციალური თბილისის „მშვიდობისმოყვარე“ განცხადებების დაჯერება, რომ მხოლოდ რუსეთი იყო და არის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი რეგიონში, „და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული ბაზების ყოფნა, მხოლოდ ამყარებს ამ მდგომარეობას ხანგრძლივი პერსპექტივით“ – დაასკვნა ერმაკოვამ.

0

ავტორი: