"ვინც დემოკრატიის პრინციპებს ძირს უთხრის, ფასი უნდა გადაიხადოს" – მიხაილ როთი "ვინც დემოკრატიის პრინციპებს ძირს უთხრის, ფასი უნდა გადაიხადოს" – მიხაილ როთი /> "/> " />


  12:37:16     11-11-2024

"ვინც დემოკრატიის პრინციპებს ძირს უთხრის, ფასი უნდა გადაიხადოს" – მიხაილ როთი

1731314356,lk.JPG

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის განცხადებით, პოლიტიკა რომელსაც საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ახორციელებს შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან. მიხაილ როთის თქმით, დიდი კითხვებია არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით:

"მინდა დავიწყო პირადი შენიშვნით, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მმართველ პარტიას სურს ჩვენ ნდობას ძირი გამოუთხაროს, ჩვენ წარმოვადგენთ 8 ქვეყანას, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, გაგვაჩნია სხვადასხვა პოლიტიკური წარსული და იდეური საფუძველი, მაგრამ ყველანი ვეკუთვნით ევროპას, ჩვენ აქ ვიმყოფებით როგორც მეგობრები, არა როგორც მტრები, არ ვიმყოფებით აქ იმისთვის, რომ ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას. მე ვიცი ზოგჯერ რთულია, როცა მეგობარი გაწუხებს, მაგრამ ვალდებული ვართ ეს გავაკეთოთ. ჩემი კოლეგები ახდენენ ჩარევას, როცა რაღაც პრობლემები იქმნება გერმანიაში. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მომავალს, ვცვლით ჩვენ პოზიციებს, როცა საქმე ეხება არჩევნებს, ამიტომ ვართ მყარი, ერთი ევროპული ოჯახი.

ჩვენ აქ ვართ სოლიდარობის გამოსახატავად საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სოლიდარობის გამოსახატად, რომელიც მიიღწვის ევროკავშირის წევრობისკენ და სწამს დემოკრატიის და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების.

ჩვენ ძალზე შეშფოთებული ვართ უკანასკნელი არჩევნებით და ანტიდემოკრატიული პოლიტიკით. ბოლო დროის არჩევნები საქართველოში არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. საარჩევნო უბნების უმრავლესობაში არ იყო უზრუნველყოფილი ხმის მიცემის საიდუმლოება. მიდიოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა, დაშინება. მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიას, რამაც დიდი კითხვები დასვა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რაც განაცხადა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოს მასმედიამ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მაკრონის, შოლცის და ტუსკის მოწოდებას საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით. სანამ ნათელი არ მოეფინება ამ არჩევნებს, ევროკავშირი ვერ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას. თუ ეს არ იქნება დამოუკიდებლად გამოძიებული, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს, მათ მიმართ ვინც პასუხს აგებს ამომრჩეველთა მანიპულაციასა და დაშინებაზე. დემოკრატია და ანგარიშვალდებულება ხელიხელჩაკიდებული უნდა მიდიოდნენ და ვინც ამ პრინციპებს ძირს უთხრის, ფასი უნდა გადაიხადოს. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტაც." - განაცხადა მიხაილ როთმა. 


ავტორი: presa.ge