12:35:16     11-11-2024
"როდესაც "ოცნება" ამბობს, რომ მათ შეუძლიათ გარანტია მიერთების, ისინი იტყუებიან" – პავილიონისი EU-ში გაწევრიანებაზე
ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას - აცხადებს ლიეტუვას პარლამენტის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას.
"მიერთების მოლაპარაკება გახლავთ მთავრობათაშორისი პროცესი. ერთი შეცდომაც საკმარისია, რომ შეწყდეს პროცესი. როდესაც ქართული ოცნება ამბობს, რომ მათ შეუძლიათ გარანტია მიერთების, ისინი იტყუებიან"- თქვა პავილიონისმა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, ევროპელი დეპუტატების შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.