19:36:22     05-11-2024
რუსეთის მორიგი მხარდაჭერა "ქართულ ოცნებას" – "მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება"
"რუსული მხარე მზადაა, გააგრძელოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი", - განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსუპ პროპაგანდისტულ გამოცემას "რია ნოვოსტი".
„ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება“, - განაცხადა მან საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ.