17:29:32     23-10-2024
თელავის მერმა კი საჯარო მოხელეებს "ოცნების" აქციისთვის შვებულებები დააწერინა, გორში კი ავტობუსები ვერ გაავსეს
რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს. ხელისუფლების მიერ საგანგებოდ შეკრებილი საჯარო მოხელეები თბილისისკენ, ცოტა ხნის წინ, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დაიძრნენ.
"მივდივარ რო უნდა პატივი ვცე ჩემ "ოცნებას", ჩემ საყვარელ "ოცნებას," - ამბობს ერთ-ერთი რესპოდენტი.
თელავის მერის, ლევან ანდრიაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" აქციისთვის მან თავის თანამშრომლებს რამდენიმედღიანი შვებულება გაუფორმა.
პრორუსი ოლიგარქის პარტიის მობილიზება შიდა ქართლშიც გამოცხადდა, თუმცა საკმარისი რაოდენობა ვერ შეგროვდა. რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან "ქართული ოცნების" საჯარო მოხელეები თბილისისკენ ნახევრად ცარიელი მიკროავტობუსებით წამოვიდნენ.
საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ნაწილს შვებულებები გასულ კვირას, ჯერ კიდე იქამდე დააწერინეს, სანამ მმართველი პარტია მობილიზებას ოფიციალურად გამოაცხადებდა.
"მთავარი არხი"