17:02:32     23-10-2024
ზესტაფონში ელმავლის დაჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ზესტაფონში ელმავალი მწყემსს დაეჯახა, შუახნის კაცი ადგილზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.