15:19:20     15-10-2024
კოკოითი ივანიშვილის "ბოდიშზე" – "გამიხარდა ივანიშვილის განცხადება რომ მოვისმინე"
ივანიშვილის გამოსვლას, რომ "ოს დებსა და ძმებს" ბოდიში უნდა მოვუხადოთ, კრემლის ძველი მარიონეტი ედუარდ კოკოითი კიდევ ერთხელ "გახარებული" ეხმაურება და ისევ მოთხოვნებს აყენებს. ის ამბობს, რომ "საქართველო მტერია", რადგან "ძალის გამოუყენებლობის" დოკუმენტებს ხელს არ აწერს და ისევ ტერიტორიულ პრეტენზიებს აყენებს:
"გამიხარდა ივანიშვილის განცხადება რომ მოვისმინე. ვიფიქრე, რომ დიახ, არსებობენ პროგრესული ძალები, რომლებიც მზად არიან რუსეთთან შეხვედრაზე წავიდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, მისი პარტიის გენერალური მდივანი სხვა განცხადებას აკეთებს, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. დღეს საქართველო მტერია. ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტებს ["ძალის გამოუყენებლობის"] არც სამხრეთ ოსეთთან და არც აფხაზეთთან...
ჩვენ გვაქვს პრეტენზიები. სერიოზულად დგას საკითხი გუდოსა და თრუსოს ხეობაზე, რადგან ეს ტერიტორიები ჩვენია. " – განაცხადა კოკოითმა.