"ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანიაში ე.წ. კანონიერი ქურდები ჩართო  – ვისი გვარები სახელდება?! "ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანიაში ე.წ. კანონიერი ქურდები ჩართო – ვისი გვარები სახელდება?! /> "/> " />


  15:58:34     11-10-2024

"ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანიაში ე.წ. კანონიერი ქურდები ჩართო – ვისი გვარები სახელდება?!

1728647970xxxx.JPG

მმართველი პარტია არჩევნების მოგებას ე.წ. კანონიერი ქურდების ჩართულობით გეგმავს. ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიაში ე.წ. კანონიერი ქურდები უკვე ჩართული არიან - აცხადებენ "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში".

ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ დღეს დეტალურად ისაუბრა და ზუგდიდში გამართულ ე.წ. სხადნიაკზე და გვარებიც დაასახელა: 

"ჩემი ინფორმაციით, დადასტურებული ინფორმაციით და ამის მტკიცებულებებს გადავცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, კომბინატის უბანში ჩატარდა ე.წ. სხადნიაკი, სადაც ორი ზუგდიდელი კანონიერი ქურდის სახელით ირაკლი მარღია და ლევან ყალიჩავა, ე.წ. ძველ ბიჭებს დაავალეს, რომ იმუშაონ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. 

მათ აქვთ ორი დავალება, პირველი რომ დააშინონ ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა არ მივიდეს არჩევნებზე და
მეორე, მონაწილეობა მიიღონ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი." განაცხადა წითლიძემ.


ავტორი: presa.ge