15:56:02     11-10-2024
"ფიქრობთ თუ არა, რომ დროა "ქართული ოცნება" შეიცვალოს?" - საზოგადოებრივი გამოკითხვა
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ბრიტანულმა კომპანია SAVANTA-მ ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის" "მედიის თავისუფლების ფონდის" დაკვეთით საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა.
"სავანტა" არის გლობალური კომპანია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით კვლევებს უკვეთავენ ისეთი ავტორიტეტული მედიები როგორიცაა CNN და BBC, ასევე ბრიტანეთის მთავრობა.
კითხვაზე – "ფიქრობთ თუ არა, რომ დროა "ქართული ოცნება" შეიცვალოს?" პასიხები ასე გამოიყურება:
- დიახ, ცვლილების დროა- 53%
- გვჭირდება ცვლილება, მაგრამ უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს -28%
- არა, მე მომწონს ის, თუ როგორ მართავენ ქვეყანას - 14%
- არ ვიცი/უარი პასუხზე - 5%