იაპონური სალათა იაპონური სალათა />


  11:21:43     08-09-2011

იაპონური სალათა

a9775.jpg

მასალა:

1 ქილა კონსერვირებული ანანასი
3 ცალი პამიდორი
2 ცალი ფორთოხალი
მცირე რაოდენობის კოჭას მარინადი (სურვილისამებრ)
ლიმონის წვენი
მარილი დანის პირზე
არასრული ჩაის კოვზი შაქარი
მწვანე სალათა
2-3 სუფრის კოვზი ნაღები

ანანასის ნაჭრები, მსხვილად დაჭრილი პამიდორი, ფორთოხლის თესლგაცლილი ნაჭრები და წვრილად დაჭრილი კოჭა შევურიოთ შაქარი, მარილი, ლიმონის წვენი და შევდგათ მაცივარში. სუფრაზე მიტანის წინ ყველაფერის სალათის ფოთლებზე დავაწყოთ, ლამაზად განვალაგოთ თეფშზე და მოვასხათ ნაღების, ლიმონის წვენის, მარილისა და შაქრისაგან მომზადებული მასა.

0

ავტორი: