14:44:41     03-10-2024
"2 თვეა მშივრები დავდივართ" – ხაშურის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის მშენებლობაზე დასაქმებული მძიმე ტექნიკის მძღოლები გაიფიცნენ
ხაშურის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის მშენებლობაზე დასაქმებული მძიმე ტექნიკის მძღოლები გაიფიცნენ. მიზეზი დამსაქმებელი კომპანიის მიერ 2 თვით დაგვიანებული ხელფასია. დღეს, დილიდან გაფიცვას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა მძღოლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის.
გაფიცულების თქმით, მათ უკვე 2 თვეა ხელფასი არ აუღიათ, დღეს კი ნაწილი ჩაურიცხეს, რომ გაეჩუმებინათ, თუმცა ისინი მთლიანი დავალიანების გასწორებას მოითხოვენ რის შემდეგაც მუშაობას გააგრძელებენ.
"2 თვეა მშივრები დავდივართ... კაპიკი არ აგვიღია. ხელფასებს გვპირდებიან - დღეს, ხვალ, დღეს, ხვალ...გვატყუებენ. დღეს ნახევარი ჩაურიცხეს ბიჭებს, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ ვითხოვთ რომ გასწორდეს მთლიანი 2 თვის", – ამბობს დასაქმებული.