16:37:09     01-10-2024
სტოლტენბერგმა რუტეს უფლებამოსილება ოფიციალურად გადააბარა
იენს სტოლტენბერგმა მარკ რუტეს უფლებამოსილება ოფიციალურად გადააბარა. ნატო-ს დღეიდან ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. რუტემ ის სამი მიმართულება დაასახელა, რომელიც მისი ხელმძღვანელობისას პრიორიტეტული იქნება:
- ძლიერი ნატო-ს შენარჩუნება და ეფექტური თავდაცვისუნარიანობა;
- უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და მისი ნატო-სთან დაახლოება;
- პარტნიორობის გაძლიერება ევროკავშირთან და მსოფლიოს ქვეყნებთან, რომლებიც ნატოს ღირებულებებს იზიარებენ;