საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განმუხურში სასტუმრო და  საცხოვრებელი კომპლექსი შენდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განმუხურში სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება />


  15:25:05     30-09-2024

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განმუხურში სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

1727695598825x465.jpg

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესების გაძლიერებას და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, “ლაზიკა რეზიდენსი“, სამეგრელოში, ზღვისპირა კურორტ განმუხურში, მულტიფუნქციურ კომპლექსს აშენებს.

 

პროექტის ჯამური ინვესტიცია 9.3 მილიონი აშშ დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი 2.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

მიმდინარე პროექტი 14.000 კვ.მ-ზე 9 სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითავლისწინებს. ის 100 ნომრიან სასტუმროს და 205 საცხოვრებელ ბინას, კომერციულ ფართებს, რესტორანს, სპას, აუზსა და სავარჯიშო დარბაზს გააერთიანებს.   მშენებლობა 2025 წელს დასრულდება.

 

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია, სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. რეგიონებში ტურიზმის განვითარება კი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის. მოხარულები ვართ, რომ განმუხურში ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი შენდება, რომელიც როგორც სასტუმროს ნომრებს, ასევე საცხოვრებელ ბინებს აერთიანებს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და  ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“ - განაცხადა ზაზა ფიფიამ,  საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

 

 


ავტორი: R