რა გამოცდილებით დაბრუნდა თიბისის ტექ გუნდი კონფერენცია KubeCon-დან რა გამოცდილებით დაბრუნდა თიბისის ტექ გუნდი კონფერენცია KubeCon-დან />


  20:20:46     20-09-2024

რა გამოცდილებით დაბრუნდა თიბისის ტექ გუნდი კონფერენცია KubeCon-დან

1726849388a5-03.png

 

IT ტექნოლოგიების მრავალფეროვნებიდან და ცვალებადობიდან გამომდინარე, ნებისმიერი წარმატებული კომპანია ვალდებულია ტექ გუნდები პროგრესულად მოაზროვნე პროფესიონალებით დააკომპლექტოს. თიბისი მუდმივ განვითარებას თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებით უკვე წლებია წარმატებულად ახერხებს. თიბისის TechOps -ის მიმართულების თანამშრომლები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კონფერენციაზე, KubeCon-ზე მოხვედრა ამის ნათელი მაგალითია.

 

ევროპის გულში, ბერლინში მიღებული გამოცდილების შემდეგ თიბისის ტექ ტალანტები, აზიაში, ჰონგ-კონგში ჩავიდნენ. KubeCon ყოველწლიური კონფერენციაა, Open Source და Cloud კომუნის გამორჩეული წარმომადგენლების, ტექნოლოგიური ლიდერებისა თუ ამბიციური დეველოპერებისთვის. 

 

თიბისიდან KubeCon-ზე TechOps-ის მართვის განყოფილების თანამშრომლები დავით კოჩალიძე, დავით გოგრიჭიანი, საბა საყვარელიძე და ნიკოლოზ კოსტავა იმყოფებოდნენ. მათ კონფერენციაზე ისეთ სესიებსა და ვორქშოფებზე დასწრების საშუალება მიეცათ, სადაც დიდ ორგანიზაციებში ღია წყაროს პროექტებისა და ამ თემის გარშემო გაერთიანებული კონტრიბუტორებისა და კომუნის მნიშვნელობაზე დეტალურად საუბრობდნენ.

 

ქართველი ტექ პროფესიონალების თქმით, ჰონგ-კონგში გამართული კონფერენციის ყველაზე მნიშნველოვანი და საინტერესო ნაწილი იმ პროფესიონალებთან შეხვედრა იყო, რომლებიც ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობენ, რომელსაც თიბისიშიც აქტიურად და ყოველდღიურად იყენებენ. 

 

“ყველა პროექტი თავისებურად შთამბეჭდავი იყო თავისი მაგალითებით და მათ თიბისიში  გამოყენებას აუცილებლად ვეცდებით. ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, მივიღეთ რამდენიმე კარგი რჩევა. ასევე გავეცანით სხვა ალტერნატივებსაც, რომლებიც თავისებურ ხედვასა და უპირატესობებს გვთავაზობს”. - გვიყვება დავით გოგრიჭიანი.

 

KubeCon-ზე დასწრების გამოცდილება თითოეული ტალანტის კარიერულ განვითარებაზე დადებითად აისახება. დავით კოჭალიძის თქმით, ეს ტექ სფეროსა და Open Source კომუნის წარმომადგენლების გაცნობის შესაძლებლობასთან ერთად, მათთან აზრების გაცვლის, ცოდნის ამაღლებისა და ახალი ტექნოლოგიური უნარების შეძენის საუკეთესო საშუალება იყო.

 

“მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი გამოცდილება მივიღეთ თითოეულმა წევრმა, ჩემი აზრით ყველა ტექში მომუშავე, ერთხელ მაინც უნდა დაესწროს მსგავს დიდ შეკრებებს, სადაც ტექ პროფესიონალებთან და  კომუნის სხვა წევრებთან Open Source პროგრამული უზრუნველყოფის ჭრილში საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს ან სხვისი აზრoს მოსმენას შეძლებს”. - ამბობს დავითი.

 

ისევ და ისევ ტექნოლოგიური სფეროს სწრაფად განვითარებადი ხასიათიდან გამომდინარე, კონკრეტული ხელსაწყოს მხოლოდ ერთი დანიშნულებით რამდენიმე წელი განახლების გარეშე გამოყენება არასწორია. თიბისის ტექ ტალანტები ფიქრობენ, რომ მსგავსი კონფერენციების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ სტაბილურობასა და ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას შორის ოქროს შუალედის პოვნაა. მსგავსი მიდგომა არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ თანამშრომლების კარიერული განვითარებისთვისაც სასარგებლოა.

 

“თიბისიში აქტიურად ვცდილობთ, რომ მეტი open source პროგრამული უზრუნველყოფა გამოვიყენოთ, რათა თანამედროვე ტექნოლოგიებსა თუ ტენდენციებს არ ჩამოვრჩეთ და ამ კომუნასთან უფრო ახლოს ვიყოთ”. - გვიყვება 

 

დღეს ყოველი კონფერენცია და ახალი კავშირი კომპანიასა და თანამშრომელს თანაბრად ზრდის, თიბისი წლებია წარმატებულად იმკვიდრებს თავს ამ მიმართულებით. შევხვდებით სხვა ტექ კონფერენციებზე.

 

 


ავტორი: R